მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე მოსახლეობას უკვე სწრაფი ტესტებით ამოწმებენ
მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე მოსახლეობას უკვე სწრაფი ტესტებით ამოწმებენ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩავიდა, რომელიც ტესტირების პროცესს და კარანტინის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო. „დღეს, როგორც იგეგმებოდა, ჩამოვიდა პირველი პარტია სწრაფი ტესტების, რაც იძლევა საშუალებას პასუხის ვადა შემცირდეს 6 საათიდან საათ-ნახევრამდე. აღნიშნული პირველი ეტაპისთვის მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მოკლე ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. […]