პარიზი-თბილისის რეისით ჩამოსულ მგზავრს, რომელიც თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
პარიზი-თბილისი რეისზე ჩამოსულ მგზავრს, რომელიც თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს. მისი თქმით, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში მოთავსებული მგზავრებიდან 47 წლის ქალს, ჩამოსვლიდან მეორე დღეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ის, ჯერ რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე განმარტებით, […]