Saturday, 19 September 2026
$ 2.61
2.99
£ 3.48
0.03
0.05

საზოგადოებრივ ცენტრებში ლიბერთის სივრცეები 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი

იუსტიციის სახლის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით რეგიონებსა  და სოფლებში, ყველა საზოგადოებრივ ცენტრში  ლიბერთის სივრცეები 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი. სივრცეებში განთავსებულია ლიბერთის ბანკომატები და სწრაფი გადახდის აპარატები  ( შორაპანის, დუშეთის და საწირის გარდა). დღეიდან, პენსიის მიმღებ პირებს შეეძლებათ გამოიტანონ საკუთარი პენსია ნებისმიერ დროს და ისარგებლონ გადახდის აპარატის მომსახურებით თავის საცხოვრებელ რეგიონებსა და სოფლებში იხილეთ მისამართები: ბოლნისის რაიონი, სოფელი […]

admin15.03.2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ,  ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა,15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 სთ-ზე, ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მრევლს რეკომენდაციებით მიმართავს. მასში აღნიშნულია, რომ „ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით”. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ,  ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 სთ-ზე, […]

admin14.03.2020

ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა. საბჭოს სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 30 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია […]

admin14.03.2020

პრემიერ მინისტრს ორშაბათს წარედგინება საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ

პრემიერ მინისტრს ორშაბათს წარედგინება საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ, – აღნიშნული დავალება გიორგი გახარიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გასცა. შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა […]

admin14.03.2020

შეზღუდვები დანიიდან, შვეიცარიიდან და ნორვეგიიდან შემომსვლელებზეც დაწესდება

შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან საზღვარზე შეზღუდვები დაწესდება, – გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ. PCR ცნობის […]

admin14.03.2020

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის  კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდი ავრცელებს. ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

admin14.03.2020

14-17 მარტს, ლიბერთის თვითმომსახურების ტერმინალებზე კომუნალური გადახდებით ლიბერთის ნებისმიერი მომხმარებელი უფასოდ ისარგებლობას

14-17 მარტს, ლიბერთის თვითმომსახურების ტერმინალებზე კომუნალური გადახდებით ლიბერთის ნებისმიერი მომხმარებელი უფასოდ შეძლებს სარგებლობას. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად განვტვირთოთ ჩვენი სერვის ცენტრები იმისთვის, რომ მომხმარებელს ხელი შევუწყოთ თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს. ლიბერთის თვითმომსახურების ტერმინალები ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომუნალური გადახდები საკომისიოს გარეშე ვრცელდება შემდეგ პროვაიდერებზე: თბილისი ენერჯი თელასი თბილისის დასუფთავება GWP – Georgian Water and Power Energo-Pro […]

admin14.03.2020

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დაადასტურა. როგორც მან განაცხადა, საბოლოო პასუხის მისაღებად საჭიროა განმეორებითი ტესტის ჩატარება, ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

admin14.03.2020

საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას. შეზღუდვები […]

admin13.03.2020

პრემიერ მინისტრმა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველას კარგად გვესმის, რომ კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არც ერთ შემთხვევაში არ არის პანიკის დრო, ახლა კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ქმედებების დროა. „ჩვენთვის, საქართველოს […]

admin13.03.2020