ნათია თურნავა: მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, ელექტროენერგია და გაზით მომარაგება შეუფერხებლად მუშაობს და ასეც იქნება
მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ელექტროენერგია და გაზით მომარაგება გახლავთ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველთვის შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ ვითარებაში და ეს ასეც იქნება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართული ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ.მისივე თქმით, საქართველოს ენერგოსისტემა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს […]