სალომე ზურაბიშვილი: ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
„ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რაც ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, განაცხადა საქართველოს პრეზიენტმა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე. “ჩემო თანამემამულეებო, დღეს საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. მდგომარეობა მძიმეა და მის კიდევ უფრო დამძიმებას უნდა ველოდოთ. ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები. […]