Saturday, 29 August 2026
$ 2.61
3.04
£ 3.55
0.03
0.05

საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 178 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 22 შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად, დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი ამ დროისთვის 539-ს შეადგენს. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალურ ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს. ვებგვერდის ინფორმაციით, სულ გამოჯანმრთელებულია 178 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 548. COVID-19-ის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

admin30.04.2020

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით 2570-მდე სამხედრო უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით 2570-მდე სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მედალი  „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის” 1800-ზე მეტმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა მიიღო, რომლებმაც გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი ერაყსა და კოსოვოს სამშვიდობო  მისიებში მონაწილეობით შეიტანეს. მინისტრის ბრძანების თანახმად, სამხედრო სამსახურის უმწიკვლოდ შესრულებისათვის 680-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ I, II და III ხარისხის უწყებრივი მედლები „უმწიკვლო […]

admin30.04.2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურების ყველა შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება. ერთი ახალი შემთხვევა კი, თეთრიწყაროში გუშინ დადასტურდა. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიამ სულ 170 საკვლევი მასალა წაიღო აქედან ვირუსი 16 შემთხვევაში დადასტურდა. „ჯამურად გავრცელება შეადგენს თეთრიწყაროში 38 ფაქტს. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები განეკუთვნებოდნენ მაღალი რისკის ჯგუფს, საბედნიეროდ ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითი […]

admin30.04.2020

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით – 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში” საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს იკავებს. საქართველოს შეფასება გაუმჯობესებულია ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით – 2017 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით 74 ქულიდან გაზრდილია 82 ქულამდე. ასევე, გაუმჯობესება ფიქსირდება მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებითაც. ჯამურად […]

admin30.04.2020

ირაკლი კოვზანაძე: ჩვენ ძალაში ვტოვებთ დანაპირებს, რომ 30 ლარით გაიზრდება 1 ივლისიდან პენსიები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და იქნება 250 ლარი

მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ჩვენ ძალაში ვტოვებთ დანაპირებს, რომ 30 ლარით გაიზრდება პირველი ივლისიდან პენსიები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და იქნება 250 ლარი, მიუხედავდ იმისა, რომ ყოველდღიურად იგრძნობა ბიუჯეტში დანაკლისები. ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ უკვე ჩადებული გვქონდა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, როდესაც ჩვენ ის დავამტკიცეთ და ეს დანაპირები ძალაში რჩება,-ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, […]

admin29.04.2020

მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს ბრალდება წარედგინა

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს ბრალდება წარედგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. „მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის […]

admin29.04.2020

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სილის გაწვნა იქნება არა ქართველი, არამედ უკრაინელი ხალხისთვის

საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა სილის გაწვნა იქნება უკრაინელი ხალხისთვის და არა – ქართველი ხალხისთვის. ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობასა და წარსულზე უკრაინული ტელევიზია „112“-ის პოლიტიკურ თოქ-შოუში „პულსი“ ისაუბრა. ვოლსკიმ აღნიშნა, რომ არ იცის, რა ფორმა ექნება ქართული მხარის პროტესტს, მაგრამ ზუსტად იცის, თუ რა […]

admin29.04.2020

მარინა ეზუგბაია: „პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია“

პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, გუშინ დილიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ეზუგბაია ამბობს, რომ პირველი შემთხვევა, საქართველოში, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულთა რაოდენობებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა. „გუშინ ამ დროისთვის […]

admin29.04.2020

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8.50 პროცენტამდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტს შეადგენს. „კორონავირუსის პანდემიისა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობა კვლავ გრძელდება. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ მარტში 6.1 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია დროებითი ფაქტორების გამო, […]

admin29.04.2020

პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის გამო დიდი ხნით უწევთ სტაციონარში ყოფნა, შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სტაციონარში ყოფნა, შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის კლინიკა, რომელიც პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და მას შემდეგ უკვე ჰქონდა ცხელების კლინიკის სტატუსიც. „ეს იყო ყველაზე საინტერესო შემთხვევები, […]

admin29.04.2020