Saturday, 29 August 2026
$ 2.61
3.04
£ 3.55
0.03
0.05

2020 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულდა

დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია. რეგისტრირებულთა რაოდენობა: აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი; სტუდენტები – 3 600-ზე მეტი; მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი; მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები – 19 600-ზე მეტი. პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, […]

admin01.05.2020

ნათია თურნავამ ბანკების ხელმძღვანელ პირებთან ონლაინშეხვედრაზე საკრედიტო-საგარანტიო სქემა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა საქართველოს ბანკების ხელმძღვანელ პირებთან გამართა და მათთან ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულება – საკრედიტო – საგარანტიო სქემა განიხილა. მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, აღნიშნული სქემის განსახორციელებლად განსაზღვრულია 300 მლნ ლარის გამოყოფა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკრედიტო – საგარანტიო სქემა უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მეწარმეების დახმარებისთვის. საბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ეს […]

admin01.05.2020

საქართველოში კორონავირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 184 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 184 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს. ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5243 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 550 ადამიანი რჩება. საქართველოში COVID-19-ით 6 ადამიანი გარდაიცვალა.

admin01.05.2020

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება

სამშენებლო სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან […]

admin01.05.2020

ამირან გამყრელიძე: „დღეს გვქონდა პიკი, საქართველოში ერთ დღეში 1 096 PCR-ტესტი ჩატარდა“

საქართველოში PCR-ტესტებების მხრივ რეკორდი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით 12 ლაბორატორიაში 1 096 პაციენტის ნიმუში გამოიკვლიეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. „დღეს გვქონდა ჩვენ პიკი – ერთ დღეში 1 096 ტესტი ჩატარდა 12 ლაბორატორიაში. 5-დან ავედით უკვე 12 ლაბორატორიამდე მთელი საქართველოს მასშტაბით. იქითა კვირიდან კიდევ სამის დამატებაა გათვალისწინებული. და გვინდა, რომ სადღაც მაისის 15-მდე […]

admin30.04.2020

თბილისის მეტროს რეაბილიტაციისა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შესაძენად 75 მილიონი ევროს სესხი გამოიყო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) საქართველოს 75 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფენ. (65 მლნ – EBRD, 10 მლნ – GCF), – ინფორმაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სესხი თბილისის მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს. „თბილისის მოქალაქეები 75 მილიონი ევროს ოდენობის სამთავრობო სესხით ისარგებლებენ. აქედან 65 მილიონს […]

admin30.04.2020

ქვეყნის მასშტაბით უკვე 24 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს

სურსათის ეროვნული სააგენტო თვითმმართველობებთან ერთად მონიტორინგს ახორციელებს, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები. ამ დროისთვის (30 აპრილის მონაცემებით) 24 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 3 აგრარული ბაზარი (1-ზუგდიდში, 2- ფოთში); სამცხე-ჯავახეთის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ახალქალაქში; აჭარაში- 3 აგრარული ბაზარი ბათუმში (მათ შორის ერთი – თევზის ბაზარი); ქვემო ქართლის რეგიონში – 1 […]

admin30.04.2020

ნათია თურნავა: „ვმუშაობთ, რომ მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება“

აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად, რათა ძალიან მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში, საქართველოს ტურისტული ბაზარი იყოს უსაფრთხო და ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება, ეს შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის პირობებში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრის შემდეგ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო დარგის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად […]

admin30.04.2020

საქართველოს პრემიერ მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ, პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე საქართველოს ეკონომიკა სწრაფად დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. ამ კუთხით საქართველო და ევროკავშირი […]

admin30.04.2020

თავდაცვის ძალების ოფიცრებს უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ

საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყების მაღალი რანგის ოფიცრებს უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ. ოფიცრებისთვის უმაღლესი წოდების მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად მოხდა. თავდაცვის ძალების დაარსების 29-ე წლისთავზე, განსაკუთრებული დამსახურების, ქართული ჯარის რეფორმირებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებს უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრები […]

admin30.04.2020