5 მაისიდან სამშენებლო კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ
5 მაისიდან ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე. გიორგი გახარიას თქმით, ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით არის დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, მუშაობის განახლებას შეძლებს. „შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს სპეციალური გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს […]