Monday, 12 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

გიორგი გახარია: „ჩვენი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი, ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს“

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.  საბჭოს წევრებმა განიხილეს შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. კერძოდ, მუშაობა განაახლა ყველა სახის რესტორანმა, მოძრაობა დაიწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ასევე გაიხსნა ყველა ის სასტუმრო, რომელმაც შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარა.  კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი სტანდარტებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვის აუცილებლობას, მათ შორის […]

admin08.06.2020

ვარკეთილში დაკავებულ მამაკაცს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში დაკავებულ მამაკაცს, ალექსანდრე ივანოვს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ბრალდებულს განუცხადა, რომ საჭიროა, შესაბამისი ექსპერტიზის დანიშვნა, რომლითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა მოხდება. „სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და გამოყენებული იყოს პატიმრობა. ბრალდებული მოათავსონ სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში. სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. სასამართლო […]

admin08.06.2020

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ცხრა პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 810 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 683-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2915  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 237.

admin08.06.2020

დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. გადაადგილებას შეძლებენ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები და ავტობუსები. დასაშვები ხდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა კონკრეტულად მეორე და მესამე კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. საქალაქთაშორისო ტრანსპორტში მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, ეკეთოთ პირბადე. სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ, 15 ივნისიდან აღდგება. საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით გადაადგილება 24 მარტიდან შეიზღუდა.

admin08.06.2020

ინგა გრიგოლიამ „TV პირველის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ „ტვ პირველის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელევიზიის გუნდს ორშაბათს შეხვდება და უფრო დეტალურად აუხსნის თავისი გადაწყვეტილების მიზეზს. „საღამო მშვიდობისა, მეგობრებო. სტატუსზე, რომელსაც დავწერ, არასდროს აღარ გავაკეთებ დამატებით კომენტარს. დავწერ და შევეცდები აქვე ავხსნა და აქვე დავასრულო ამ თემაზე საუბარი. რაც ტვ„პირველის“ დირექტორი ვარ, არასოდეს, არც ერთ რეპორტაჟში, […]

admin07.06.2020

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდმა – stopcov.ge გამოაქვეყნა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 809 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 674-ს შეადგენს.

admin07.06.2020

ანა დოლიძე: „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაში“ კორუფციის რისკები შეინიშნება

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ საგანგებო ბრიფინგზე „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაში“ არსებულ საეჭვო სქემებთან დაკავშირებით ისაუბრა. „მოგეხსენებათ, პანდემიის დასაწყისში შეიქმნა სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის პრობლემა. ამ საკითხთან დაკავშირებით მე მქონდა საკანონმდებლო წინადადება, თუმცა ხელისუფლებამ სულ სხვა სისტემა აირჩია, მიზეზი დღეს უკვე გაშიფრულია. დავიწყოთ იქიდან, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულმა პროგრამამ […]

admin06.06.2020

საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასა და აშშ-ში საპროტესტო გამოსვლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასა და ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, ისე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო თვალყურს ადევნებს ღრმად შემაშფოთებელ ახალ ამბებს, რომლებიც უკავშირდება პოლიციელების მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფაქტს, 25 მაისს, მინესოტაში. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, მშვიდობიანი პროტესტები და თანმდევი ძალადობა, რასაც ადგილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ნაწილში, მათ შორის, ვაშინგტონში შეგვახსენებს, […]

admin06.06.2020

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში და პანდემიის პერიოდში საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: დღეიდან, ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობისას არ დაიხარჯება მობილური ინტერნეტი და გამოყენება უკვე იმ შემთხვევაშიც კი იქნება შესაძლებელი თუ მობილურის ბალანსზე თანხა ან მობილური ინტერნეტის მეგაბაიტები არ არის ხელმისაწვდომი. მობილური ინტერნეტის გარეშე მობაილ ბანკის გამოყენება მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას შეასრულოს ნებისმიერი საბანკო […]

admin06.06.2020

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 808 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი, შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 663-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსით ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2955 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

admin06.06.2020