პრემიერ მინისტრის თქმით, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია, ფაქტობრივად, 4 ახალი კლასტერია
უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი და ამ 4 ინფიცირების შემთხვევიდან სამი გახლავთ თბილისში, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. პრემიერმა მოსახლეობას და უწყებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ და ყველა რეკომენდაციის მკაცრი შესრულებისკენ მოუწოდა. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ გადაწყვეტილებები, […]