საქართველო

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

admin 16.06.2020

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი www.stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 724-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2 710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.