კახა კალაძე: თბილისის მუნიციპალიტეტი 300 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის
თბილისის მერია 300 ერთეულ მიკროავტობუსს კვლავ შეისყიდის, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი პროექტების დროებით შეჩერება მოუწია, თუმცა ეტაპობრივად, ყველა პროექტის განხორციელება გაგრძელდება. „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და ბიზნესსექტორი დაზარალდა, ასევე, ზიანი მოგვადგა ჩვენ. წლის დასაწყისში ბევრი პროექტის განხორციელებას […]