Sunday, 04 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 8.14 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 56.4 პროცენტით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 8.14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. წინა თვესთან შედარებით საერთაშორისო რეზერვები 613 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმდინარე დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება და 128.2%-ს შეადგენს. […]

admin07.09.2026

გიორგი კაკაურიძე: ინფლაცია 2027 წლიდან, ვფიქრობთ, 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება, ისევე, როგორც, დიდი ალბათობით, ეკონომიკური ზრდაც ასეთი მაღალი ვერ იქნება და ეტაპობრივად მის ბუნებრივ დონეს დაუბრუნდება, რაც დაახლოებით 5,5%-ია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნავთობის ფასების ზრდა ქვეყანაში ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორია. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ნავთობის გაძვირებამ სხვა პროდუქტებზეც იქონია გავლენა, რამაც საბოლოოდ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა განაპირობა. „ნავთობის ფასები საკმაოდ გაიზარდა, რამაც შემდეგ სხვა პროდუქტებზეც იმოქმედა. ასევე გაიზარდა სხვადასხვა კომუნალური ხარჯი და საბოლოოდ ინფლაციაზეც იმოქმედა. საქსტატს გამოქვეყნებული აქვს, რომელი კომპონენტი რამდენით აისახა ინფლაციაზე. […]

admin04.09.2026

ვახტანგ ცინცაძე: წლის მეორე კვარტალში რეკორდულია როგორც ბიზნესსექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება, რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელიც, რომელიც 828 ათასს აჭარბებს

მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ბიზნესსექტორის სტატისტიკაში. კერძოდ, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება. აღსანიშნავია, რომ გამოშვების ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ მსხვილ, არამედ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ბიზნეს სექტორის გამოშვების მაჩვენებელმა […]

admin03.09.2026

ლიბერთიმ მოსწავლის „პირველი ბარათი“ წარადგინა

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, მომხმარებლებს ახალ პროდუქტს, მოსწავლის „პირველ ბარათს“ სთავაზობს. ბარათის აღება უკვე შესაძლებელია ლიბერთის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით. პირველი ბარათი | First Card 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტია, რომელიც მათ ყოველდღიური გადახდებითა და სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მშობლებს კი ლიბერთის განახლებული მობაილ ბანკის საშუალებით ბავშვის ხარჯების მარტივად და […]

admin02.09.2026

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი დინამიკურად ზრდას განაგრძობს. 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს, საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 2.4-ჯერ გაიზარდა და 546 მილიონ ლარს მიაღწია. 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარზე, ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში, 11 აქტივების მმართველი კომპანია და 24 საინვესტიციო ფონდი იყო […]

admin31.08.2026

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სკოლის სამზადისისთვის, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ი, VISA-სთან პარტნიორობით, განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს მომხმარებლებს. 1-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ლიბერთის VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლები დაიბრუნებენ გაზრდილ ქეშბექს შემდეგ მეგობარ ობიექტებში: 01.09 – MINISO | 50% ქეშბექი, ლიმიტი 100 ლარი. სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის ლიმიტი 200 ლარი 01.09 – MINISO.GE | 60% ქეშბექი, ლიმიტი 100 ლარი. სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის ლიმიტი […]

admin27.08.2026

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიაზს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს. მათივე ცნობით, პრემიერმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენისთვის, რომელიც ორმხრივ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება.

admin26.08.2026

2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივლისის მდგომარეობით 7.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის. კერძოდ, ივლისში სებ-მა […]

admin25.08.2026

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

26-27 აგვისტოს, განაახლე შენი სტილი DRESSUP-ში. 26 აგვისტოს – შეარჩიე სასურველი ნივთები ონლაინ, DRESSUP.GE-ზე, სახლისა და ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიებიდან, ხოლო 27 აგვისტოს იშოპინგე DRESSUP-ის შერჩეულ მაღაზიებში, გადაიხადე ლიბერთის Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 150 ლარი. სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის, მაქსიმუმ 300 ლარი. შეთავაზების დეტალები: შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის Mastercard-ით გადახდისას; Dresssup.ge-ზე შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ […]

admin25.08.2026

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა

2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული შემხვედრი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად კი დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა რა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის […]

admin24.08.2026