საქართველოში, 81 000 ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის
ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, 80 ათასზე მეტ პირს ქონების გადასახადის ვალდებულება აღარ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის ახალმა უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა განაცხადა. „ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას […]