Sunday, 25 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.47 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5-დან 7.2 პროცენტამდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 7.2 პროცენტამდე გააუმჯობესა. ბოლო მიმოხილვის მიხედვით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 6.5 პროცენტი იყო. რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში ეკონომიკური ზრდის კუთხით ასე გამოიყურება: სომხეთი – 5.5%; აზერბაიჯანი – 1.7%; ყაზახეთი – 4.4%; თურქეთი – 2.7%; უკრაინა – 1.0%; რუსეთი – […]

admin13.10.2026

ირაკლი კობახიძე: 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

დღეს, როდესაც იცვლება სატრანსპორტო მარშრუტები და იზრდება შუა დერეფნის მიმართ ინტერესი, რკინიგზის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება –  მოდერნიზებული, თანამედროვე და გამართული სარკინიგზო სისტემა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი როლი სატრანზიტო მიმართულებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2032 წლამდე მთლიანად […]

admin09.10.2026

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

თბილისში, საერთაშორისო ფორუმი Fusion Georgia 2026: Banking & Retail გაიმართა, რომელმაც 300-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა საქართველოდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და ლიეტუვადან. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია BS/2-ის ორგანიზებით, ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა და ქვეყანაში კომპანიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა. Fusion-ის სერიის მეექვსე ფორუმმა საბანკო და რითეილ სექტორებს მოუყარა თავი; ორი თემატური ბლოკი მათ გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ […]

admin09.10.2026

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. კერძოდ, კენჭისყრისას რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა 445-მა ევროპარლამენტარმა, 37-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 97-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“, მოამზადა 70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან. რეზოლუციის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა. […]

admin08.10.2026

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს.  ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში, ამოქმედდა ახალი  პროექტი, რომელიც ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში სამედიცინო მომსახურებაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს. დღეიდან, სოციალური ბარათის მომხმარებლები,  ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში, უფასო სამედიცინო კონსულტაციებით და სამედიცინო მომსახურებებზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. აღნიშნული მასშტაბური პროექტის მიზანია, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე […]

admin08.10.2026

BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს

7 ოქტომბერს BS/2-მ და SUNMI-მ თბილისში ოფიციალურად გახსნეს საქართველოში პირველი SUNMI Home – მუდმივმოქმედი სადემონსტრაციო სივრცე სავაჭრო და საგადახდო ტექნოლოგიების გასაცნობად და გამოსაცდელად. თბილისის ცენტრი რეგიონში მეორე SUNMI Home-ია, რომელიც BS/2-სთან თანამშრომლობით შეიქმნა: პირველი 2025 წელს აზერბაიჯანში, ბაქოში გაიხსნა. გახსნას SUNMI-ის, BS/2-ის, ASHBURN International-ის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. დემო-სივრცე ოფიციალურად გახსნეს SUNMI-ის […]

admin08.10.2026

საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს 8.17 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია

2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 8.17 მლრდ აშშ დოლარს, მიაღწია. წინა თვესთან შედარებით საერთაშორისო რეზერვების დონემ 26.5 მლნ აშშ დოლარით მოიმატა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმდინარე დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება და 128.7%-ს შეადგენს. […]

admin07.10.2026

მსოფლიო ბანკმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-დან 7 პროცენტამდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-დან 7 პროცენტამდე გაზარდა. ინფორმაცია ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმოხილვაში გამოქვეყნდა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც გადახედა. მსოფლიო ბანკის განახლებული მონაცემებით, სწორედ საქართველოა ლიდერი რეგიონში და ყველაზედ მეტად სწორედ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზია გაუმჯობესებული. წინა პროგნოზთან შედარებით, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა ასე გამოიყურება: […]

admin06.10.2026

ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო

ახალი დაფინანსება ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ინვესტირებაში, ზრდასა და კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში დაეხმარება. 2026 წლის 6 ოქტომბერი –  შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) აძლიერებს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ბაზისბანკისთვის 25 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დაფინანსების გამოყოფით. შესაბამის შეთანხმებას ხელი „ბიზნეს დიალოგის“ ფორუმის ფარგლებში მოეწერა. შეთანხმების თანახმად, BSTDB გრძელვადიან […]

admin06.10.2026

ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია

ბაზისბანკსა და ლიბერთის შორის სისტემური და ტექნოლოგიური ინტეგრაციის ფარგლებში, ბაზისბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს თანხის განაღდება ლიბერთის ბანკომატებიდან იმავე პირობებით და ტარიფებით შეუძლიათ, რაც მათთვის ბაზისბანკის ბანკომატებში მოქმედებს. ასევე, ლიბერთის ბარათების მფლობელებიც ანალოგიური პირობებით ისარგებლებენ ბაზისბანკის ბანკომატებით. ინტეგრაციის შედეგად, ბაზისბანკ ჯგუფის მომხმარებლებისთვის თანხის განაღდების გეოგრაფია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მათ განკარგულებაში საქართველოს მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელი – […]

admin06.10.2026