Saturday, 14 November 2026
$ 2.59 ▼
€ 2.86 ▼
£ 3.43 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.0 პროცენტით გაიზარდა, 2022 წლის თებერვალთან შედარებით კი 32.2 პროცენტით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.0 პროცენტით. მათ შორის, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით. არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 5.9 პროცენტით, ხოლო წინა წლის […]

admin06.11.2026

„ფინანსური განათლების ავტობუსი“ – ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს ინიციატივით, ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალი პროექტი „ფინანსური განათლების ავტობუსი“ იღებს სათავეს. „ფინანსური განათლების ავტობუსი“ საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ახალი პროექტია, რომელიც რეგიონების სკოლებში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. სპეციალურად აღჭურვილი და ბრენდირებული ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა ცენტრებსა თუ სოფლებში მოსახლეობას საგანმანათლებლო რესურსებითა […]

admin04.11.2026

ირაკლი კობახიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არსებობს ბარიერი, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია

დიპლომატიურ ურთიერთობებზე ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ამ ურთიერთობების აღდგენას, სამწუხაროდ აქვს კონკრეტული ბარიერი, ეს ბარიერი თუ აღარ იქნება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, მზად ვართ საუბრისთვის, მაგრამ დღემდე არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი არის ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, […]

admin02.11.2026

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება „თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, რიგით მეორე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ცენტრალური ბანკების, ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინტექ და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლები.  საერთაშორისო სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის, GFTN-ის ორგანიზებით ჩატარდა. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იყო „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება […]

admin02.11.2026

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის  მე-11 სხდომა გაიმართა. სხდომაზე ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა გასული წლების განმავლობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ენერგეტიკის სფეროში წარმატებულ პარტნიორობას და ახალი ერთობლივი ინიციატივების […]

admin30.10.2026

ალი ასადოვი: აზერბაიჯანი საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს, რაც რიცხვებში დაახლოებით 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.  აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა. ალი ასადოვის თქმით, გასული წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზე არის გადასული. „მაღალი დონის […]

admin30.10.2026

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია

ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა ეკონომიკური კავშირების მუდმივ გაღრმავებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი […]

admin30.10.2026

პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის […]

admin29.10.2026

Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს

სადაზღვევო კომპანია Benefits ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს და ბაზისბანკთან ახალ პარტნიორობას იწყებს. კომპანიებს შორის გაფორმებული შეთანხმება სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. Benefits-ისთვის ეს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია – ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად განავითაროს სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც მათ მომსახურებებსა და მომხმარებლების საჭიროებებს მოერგება. “2026 წლიდან აქტიურად ვავითარებთ სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებას და ვაფართოებთ თანამშრომლობას საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორთან. […]

admin29.10.2026

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი დაჯილდოვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.  მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობების აღზრდაში პედაგოგთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს […]

admin27.10.2026