ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღება მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანში ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები აგვისტოს ბოლოდან დაიწყო და შეუფერხებლად, აგროვადების დაცვით მიმდინარეობს. ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს […]