ზესტაფონის ახლად აღდგენილ №1 საჯარო სკოლაში განათლების მინისტრი იმყოფებოდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ზესტაფონის №1 ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულა. მინისტრი სკოლის მასწავლებლებს გაეცნო, განახლებული სკოლის შენობა მიულოცა, პროფესიული წინსვლა და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა უსურვა. მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ვესტუმრე ქალაქ ზესტაფონის №1 საჯარო სკოლას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. წელს დასრულდა მისი სრული […]