საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო, სადაც ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება; სასწავლო პროცესი კი ამ სოფლებში 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. საბჭომ განიხილა […]