Sunday, 03 May 2026
$ 2.69
3.16
£ 3.66
0.04
0.06

„სტანდარტ ენდ ფუარსის“​ შეფასებით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს მონეტარული პოლიტიკა უფრო ეფექტიანია

საკრედიტო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB/B სტაბილური პერსპექტივით დონეზე შეუნარჩუნა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, „სტანდარტ ენდ ფუარსის“ შეფასებით, გამოწვევებით სავსე საგარეო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველომ, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები შეინარჩუნა, სწრაფად გაუმკლავდა ცვალებად საგარეო ვითარებას და რეალური გაცვლითი კურსის მკვეთრი და დამაზიანებელი რყევები აირიდა. „სტანდარტ ენდ ფუარსის“​ […]

admin31.08.2020

პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დანიშნა

დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს. მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდ-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე […]

admin31.08.2020

გიორგი გახარია – უახლოეს დღეებში მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს

უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძე წარადგინა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს შეეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, […]

admin31.08.2020

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ აქტიური მზადების პროცესშია. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროები სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ. წელს წვრთნებში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი 4 ქვეყნის – აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და პოლონეთი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც სწავლების ოფიციალურ გახსნამდე საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვლენ. სწავლება ოფიციალურად 7 […]

admin31.08.2020

„S&P-ის და „ფიტჩ“-ის მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგების უცვლელად დატოვება არის ინდიკატორი, რომ საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარდ ენდ ფუარსის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე და პერსპექტივის უცვლელად დატოვება იმის ინდიკატორია, რომ გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათელა თურნავამ. მინისტრის თქმით, „S&P“მა განიხილა და უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ასევე უცვლელად დატოვა პერსპექტივა […]

admin31.08.2020

საქსტატის ცნობით, ივლისში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 1 806 შუამდგომლობიდან 708 პირს პატიმრობა, 1098-ს გირაო შეეფარდა

საქსტატის ცნობით, ივლისში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 1 806 შუამდგომლობიდან 708 პირს პატიმრობა, 1098-ს კი, გირაო შეეფარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 1933 პირის მიმართ. აქედან, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 192 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 9,9%-ს შეადგენს. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წლის ივლისში პირველი ინსტანციის სასამართლოების […]

admin31.08.2020

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, 1 სექტემბრიდან შეიცვლება პენსიის გაცემის წესი, რაც გულისხმობს რომ ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე,  ერთ კონკრეტულ თარიღში და მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას. ამ ინიციატივის  მთავარი მიზანია გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი პენსიის ჩარიცხვის თარიღებში, […]

admin31.08.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.პ. და 2001 წელს დაბადებული ლ.მ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის , გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე დააკავეს. […]

admin31.08.2020

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. საქართველოს მთავრობის ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის (31 აგვისტო, 2020) ქვეყანაში კორონავირუსის 1487 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1240-ს შეადგენს.

admin31.08.2020

კახა კალაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხულო ტოლერანტობის, სიყვარულის, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია

“დღეს უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ ამ ულამაზეს მხარეში ვიმყოფები და საშუალება მაქვს მოგმართოთ თქვენ, საკუთარ კუთხეზე შეყვარებულ პატრიოტ ქართველებს, რომლებიც ამ საოცარ ადგილს მომავალ თაობებს უნარჩუნებენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხულო ტოლერანტობის, სიყვარულის, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია, რაც შეუძლებელია, აღფრთოვანებას არ იწვევდეს იმ ადამიანებისთვის , ვინც ამ […]

admin30.08.2020