Sunday, 30 August 2026
$ 2.61
3.04
£ 3.55
0.03
0.05

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობიდან“ თავმჯდომარის წასვლა მიუთითებს, რომ ამ პარტიაში რაღაც კარგად არ მიდის

ფაქტი, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიიდან წავიდა, იმაზე მიუთითებს, რომ ამ პარტიაში რაღაც კარგად არ მიდის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“. „ამის ნიშნები ხომ გვქონდა?! სხვა პარტიების წარმომადგენლები ხომ ამბობდნენ, ამასთან დაკავშირებით რაღაც სიგნალები ხომ იყო და მოდით, საზოგადოება დავფიქრდეთ, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც დაფიქრდნენ, რა ხდება […]

admin16.12.2020

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მგზავრებისთვის განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მგზავრებისთვის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან. ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველ ავიარეისს შეასრულებს. „გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის საათი ემთხვევა გადაადგილების შეზღუდვის პერიოდს, რომელიც მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ავტობუსები თბილისის, ქუთაისის […]

admin15.12.2020

თბილისის მერიამ, პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყო

თბილისის მერიამ, პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების მიზნით, ბიზნეს სექტორისა და კერძო პირების მიერ შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყო. პროდუქტების დროებით საცავში დღეს დედაქალაქის მერი მის მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად მივიდა და პროდუქტების განაწილებაში ჩაერთო. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ შემომწირველს და აღნიშნა, რომ შეგროვებული პროდუქტების გარდა, თბილისის ბიუჯეტში უკვე […]

admin15.12.2020

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური იქნება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური იქნება. დღეს კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა. უმრავლესობის კვოტით კომიტეტის თავმჯდომარის მეორე მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია.

admin15.12.2020

გიორგი გახარიამ „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან შეზღუდვების ეფექტიანობაზე, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმსჯელა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „კოვიდ-19“-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს. ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით, მთავრობის ორთვიანი შეზღუდვების გეგმის ეფექტიანობა, ქვეყნის მასშტაბით, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით გადადგმული ნაბიჯები იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც დღეს მთავრობის მეთაურმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა. კოვიდის მართვაში ჩართული სტაციონარების ხელმძღვანელებმა […]

admin15.12.2020

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2020 ონლაინ სივრცეში გაიმართება

15-22 დეკემბერს, დედაქალაქის მერია და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საჩუქარს უკეთებს ყველას, ვისაც უყვარს თეატრი. პანდემიიდან გამომდინარე, ფესტივალმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, სადაც საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების ნახვას ნებისმიერი მსურველი სრულებით უფასოდ  შეძლებს.  15 დეკემბრიდან – 18 დეკემბრის  ჩათვლით წარმოდგენილი იქნება 11 უცხოური სპექტაკლი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა წლებში იყო წარმოდგენილი თბილისში. საერთაშორისო პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი […]

admin15.12.2020

15 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 15 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 194 900 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 105-ით გაიზარდა და ის 164 786-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 44-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 1 […]

admin15.12.2020

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და […]

admin15.12.2020

ცესკო-მ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ პარტიული სიები გააუქმა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთი საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიები გააუქმა.  კერძოდ, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ და პარტიული სიიდან მოხსნილ იქნენ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტების კანდიდატები: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (№2-დან №169-ის ჩათვლით); „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (№6-დან №150-ის ჩათვლით); საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (№5-დან №151-ის ჩათვლით); შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია (№2-დან №169-ის ჩათვლით); „ლელო – […]

admin15.12.2020

მიხეილ სააკაშვილი: ამ პარლამენტსა და ამ ხელისუფლებას ხალხი დაანგრევს, რადგან 21-ე საუკუნეში ვერავინ შეძლებს ხმების ასე მიტაცებას

ქართველი ხალხი დაორგანიზდება და მათ გაუმკლავდება, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა Настоящее Время– სთან ინტერვიუში კითხვაზე, რას მოიმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციას გაუუქმებენ. „ჩვენი ქმედება, რაც არ უნდა გააკეთონ, იქნება ერთი. ქართველი ხალხი დაორგანიზდება. დაუცდის კორონავირუსის ტალღის დასრულებას – ახლა საქართველოში დაავადების რიცხვით მსოფლიო რეკორდია. ჩვენ კი, არ გვსურს […]

admin14.12.2020