პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს ნდობას გამოუცხადებს
საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებენ. გიორგი გახარიას კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი იქნება; იუსტიციის სამინისტროს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად უცვლელად წარედგინა. ამასთან, არ არის გამორიცხული, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებაც განხორციელდეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის მიმართულება […]