Saturday, 19 September 2026
$ 2.61
2.99
£ 3.48
0.03
0.05

ვახტანგ გომელაური: მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ითმენენ

პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ქვეყნისთვის ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ. მისივე თქმით, როგორც კი პოლიციელისადმი ქმედება გასცდება კანონით […]

admin22.12.2020

რა შეზღუდვები მსუბუქდება და რჩება ძალაში 24 დეკემბრიდან

24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით, შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება: ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში; ძალაში რჩება […]

admin22.12.2020

„ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში საქართველოს აშშ-სა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობებზე ისაუბრეს

„ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში საქართველოს აშშ-სა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კუთხით 2020 წლის მიღწევებსა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  საპანელო დისკუსიის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ს მხრიდან საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად, მიმდინარე წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ საქართველოში განხორციელებული […]

admin22.12.2020

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მასპინძლობის მხარდაჭერას“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას იმ საერთაშორისო პრესტიჟულ ტურნირებზე ისაუბრა, რომლის მასპინძლობის უფლებაც საქართველომ მოიპოვა. მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოს აქვს მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობის კარგი გამოცდილება და ჩვენი ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მასპინძლობის მხარდაჭერას. 2022 წელს საქართველო ევრობასკეტს, 2023 წელს […]

admin22.12.2020

22 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 22 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 212 526 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 740-ით გაიზარდა და ის 188 408-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 42-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის […]

admin22.12.2020

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო, გერმანიამ შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს

ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო, გერმანიამ რუსეთს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გერმანულ გაზეთ „შპიგელზე“ დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო გაამტყუნებს. რუსული მედიის ცნობით, „შპიგელი“ წერს, რომ გერმანიის სამთავრობო წრეებში რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ზომების დაწესებას […]

admin21.12.2020

გიორგი გახარია ჯანმოს (WHO) ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა

საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე უდავოდ სანაქებოა – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა, ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი რეფორმები და კოვიდვაქცინაცია იყო მთავრობის მეთაურისა და ჯანმოს ევროპის რეგიონული […]

admin21.12.2020

შსს-მ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 950 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 950 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 73 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც […]

admin21.12.2020

ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება

დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა პირი მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ დიდ ბრიტანეთში, ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას დაექვემდებარებიან 12-დღიან სავალდებულო კარანტინს საკარანტინო სივრცეში, – შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.  როგორც […]

admin21.12.2020

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 333 თბილისში, 84 აჭარაში, 111 კი იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 333 თბილისში, 84 აჭარაში, 111 კი იმერეთში დაფიქსირდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 21 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 480 კვლევა ანტიგენის […]

admin21.12.2020