თავდაცვის ძალების ოთხ ოფიცერს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა
საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავდაცვის ძალების ოთხ სამხედრო მაღალჩინოსანს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა. ოფიცრებისთვის უმაღლესი წოდების მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად მოხდა. ბრიგადის გენერლის წოდება მიიღეს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ, თავდაცვის […]