Saturday, 19 September 2026
$ 2.61
2.99
£ 3.48
0.03
0.05

ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს. „როგორც პარლამენტში გამოსვლისას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მოგახსენეთ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები, რომელიც მინდა გავაცნო საზოგადოებას. წარმოგიდგენთ ეკონომიკური […]

admin24.02.2021

24 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 24 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 269 438 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 461-ით გაიზარდა და ის 263 257-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 6-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის […]

admin24.02.2021

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ უაღრესად შეწუხებულია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მორიგი განცხადებით ეხმაურება და პოლიტიკური კრიზისისის განსამუხტად, ყველა მხარეს კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში ჩართისაკენ მოუწოდებს. „ამერიკის შეერთებული შტატები უაღრესად შეწუხებულია საქართველოში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა წევრების დაკავების გამო. პოლარიზებული რიტორიკა, ძალა და აგრესია  არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოების გადაწყვეტის გზა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდოს […]

admin24.02.2021

ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები 23 თებერვალს, საქართველოში ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას „ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“. განცხადებას ხელს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი „რესპუბლიკელი“ სენატორი, ჯიმ რიში, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, „დემოკრატი“ სენატორი ჯინ შაჰინი, წარმომადგენელთა პალატიდან კი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები – […]

admin24.02.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენ ყველას საერთო სამშობლო გვაქვს, ერთი ქვეყნის შვილები ვართ. საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, გვაქვს სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკური მიზნები. ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა. საქართველოს […]

admin23.02.2021

შსს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს, თუ როგორ მიმართავს პოლიცია ნიკანორ მელიას, ასევე, იქ შეკრებილ მოქალაქეებს და აძლევს გონივრულ ვადას, დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს. სამინისტროს მიერ ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, […]

admin23.02.2021

აშშ-ის საელჩო: ღრმად შეშფოთებული ვართ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო და მიიჩნევს, რომ ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათაო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო […]

admin23.02.2021

23 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 23 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 268 995 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 552-ით გაიზარდა და ის 262 796-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 10-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის […]

admin23.02.2021

შსს: ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა – ნიკანორ მელია დაკავებულია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა – ნიკანორ მელია დაკავებულია. სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა მიუხედავად, […]

admin23.02.2021

ირაკლი კობახიძე – ნიკა მელიამ თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას  „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაუარა და თქვა, რომ დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა, მისივე თქმით, დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები – მიხეილსააკაშვილები, ნიკაგვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები – […]

admin23.02.2021