შარლ მიშელი: „დავინახე ყველა პოლიტიკურ აქტორში დისკუსიის სურვილი, წინ წაწევა და ჩიხის გარღვევა მოხდეს“
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ „ფეისბუქზე“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი მოწვევით გამართული შეხვედრისას მან დაინახა „ყველა პოლიტიკურ აქტორში დისკუსიის სურვილი, წინ წაწევა და ჩიხის გარღვევა მოხდეს“. მიშელი მარტის შუა პერიოდში, ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს, ელოდება ინფორმაციის მიღებას იმის […]