Saturday, 19 September 2026
$ 2.61
2.99
£ 3.48
0.03
0.05

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრობის კანიდადტს, ირაკლი ღარიბაშვილს და მის მიერ წარდგენილ მთავრობის წევრობის კანდიდატებს ნდობა გამოუცხადა. კერძოდ, კენჭი ეყარა საქართველოს პარლამენტის დადგენილებას საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ, რასაც 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 2 იყო. სულ რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა, კვორუმი 76-ს შეადგენდა.

admin22.02.2021

22 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 22 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 268 502 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 607-ით გაიზარდა და ის 262 244-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 12-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის […]

admin22.02.2021

არჩილ თალაკვაძემ და 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გახსნეს

საქართველოს პარლამენტმა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალმა, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გახსნეს. მუზეუმი წარმოდგენილია ცენტრალური, „დიდების დარბაზით“ და ეპოქების ამსახველი შესაბამისი ოთხი სივრცით. „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის“ დათვალიერებით მნახველს 1919 წლიდან […]

admin21.02.2021

ილია II-ის მიმართვა საქართველოს კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავის გამო

1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის დიდად მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მისი დამტკიცებიდან სულ რამდენიმე დღეში მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, საქართველოს კონსტიტუციამ მაინც შეასრულა ეროვნულ-გამათავისუფლებელი იდეის ფუნქცია, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული თვითმყოფადობისთვის ბრძოლა ეკლესიის წიაღშიც მწიფდებოდა; ამიტომაც იგი იმპერიული ძალებისათვის განსაკუთრებული დევნისა […]

admin21.02.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან

2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან, მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში, პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს. ღარიბაშვილის თქმით, ახლაც იმავე ამოცანის წინაშე დგანან, […]

admin21.02.2021

ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი მიესალმებიან ნიკა მელიას დაპატიმრების გაუქმებას და აცხადებენ, რომ „მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება აღარასოდეს უნდა მოხდეს“

გავლენიანი ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ერთობლივ წერილს აქვეყნებენ, რომელშიც მიესალმებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შეჩერებას და აღნიშნავენ, რომ „მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება აღარასოდეს უნდა მოხდეს“. ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენებით. ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, კეთილსინდისიერ და დამოუკიდებელ სასამართლოს. ბოლო რამდენიმე […]

admin20.02.2021

20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 268 097 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 469-ით გაიზარდა და ის 261 066-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 19-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის […]

admin20.02.2021

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის კანდიდატები დაასახელა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის კანდიდატები დაასახელა, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა ძველი სახეებია. მთავრობის ახალ შემადგენლობაში ვერ მოხვდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, რომლის ადგილსაც მინისტრის რანგში ირაკლი ქარსელაძე, ამავე სამინისტროს დავქემდებარებაში მყოფი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დაიკავებს.  ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა ასეთია: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი […]

admin19.02.2021

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია“ სამხედროების კვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია სამხედროებისათვის საუკეთესო ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს ხარისხის მკაცრ კონტროლსა და ყველა ტიპის გადაცდომაზე შესაბამის რეაგირებას. „როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტროში, სამხედროებზე ზრუნვა და მათი უმაღლესი სტანდარტების პროდუქციით უზრუნველყოფა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტადაა გამოცხადებული. აღნიშნული პოლიტიკა კვებითი უზრუნველყოფის თვალსაზრისით გულისხმობს სამხედროების მრავალფეროვანი და საუკეთესო ხარისხის პროდუქციით […]

admin19.02.2021

19 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 19 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 267 701 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 331-ით გაიზარდა და ის 260 597-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 7-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის […]

admin19.02.2021