საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვევა
საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. ვიზიტი ივნისის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი. უკრაინის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ორი ქვეყნის ერთიანი ძალისხმევა საერთო მიზნების – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად. საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და […]