Friday, 18 September 2026
$ 2.61
2.99
£ 3.50
0.03
0.05

საქართველოში დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან 05:00 სთ-მდე იმოქმედებს

საკოორდინაციო საბჭომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან, ნაცვლად 21:00 საათისა, 23:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე იმოქმედებს. მანამდე, 2019 წლის ნოემბრიდან დღემდე, შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებდა.

admin17.05.2021

ფინანსთა მინისტრმა პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დასაძლევად ახალი საგადასახადო ინიციატივა წარადგინა

“გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე აღიარებული/არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ამისთვის გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და გადასახადის ძირითადი თანხის გადახდა […]

admin17.05.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ბევრი ჩივილი გვესმის კომენდანტის საათთან დაკავშირებით; ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს

ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას ქვყანაში. „რაც […]

admin17.05.2021

გიორგი შენგელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა

გიორგი შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობიდან გადადგა. „შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა, – წერს შენგელია სოციალურ ქსელში. „ძვირფასო ზუგდიდელებო! ორი წელია, თქვენთან ერთად ვშრომობთ და ვზრუნავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წარმატებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, დევნილთა განსახლების, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. ამ გამოწვევებთან […]

admin17.05.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: მიხარია, რომ პროექტს „Log in Georgia“, ვიწყებთ სწორედ ბახვის საჯარო სკოლიდან, სადაც დღეიდან ინტერნეტი სრულად ხელმისაწვდომია

დღეიდან ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროექტი “Log in Georgia”, რომელიც „ოუფენ ნეტის“ მიერ ხორციელდება და რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სკოლაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და დღეიდან 49 დასახლებულ პუნქტში 29 000 მოქალაქეს უკვე შეუძლია, […]

admin14.05.2021

ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ადეიშვილმა აღნიშნული მოთხოვნით მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. „სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა […]

admin14.05.2021

ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჯარში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მაქსიმალურად შევზღუდეთ კორონავირუსის გავრცელება“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს ის ღონისძიებები გააცნო, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალებში გატარდა. მინისტრის განცხადებით, უწყება ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოქმედებს და ჯარისკაცების ვაქცინაციაც შესაბამისი გადაწყვეტილებების მიხედვით მოხდება. „ჯარში გატარებული ღონისძიებების შედეგად ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ კორონავირუსის გავრცელება და ქვეყნისთვის ეფექტური მხარდამჭერი ფუნქციის შევასრულეთ. თავდაცვის ძალებში ეპიდვითარების […]

admin13.05.2021

„ჯარის ქალაქის მშენებლობა, სადაც 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს, 2022 წელს დასრულდება“ – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საზოგადოებას ის მასშტაბური პროექტები გააცნო, რომლებსაც ქართველი ჯარისკაცების დაფასებისა და მათთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის უწყება ახორციელებს. „ჩვენი ჯარის მზადყოფნის გაძლიერება წარმოუდგენელია ჩვენი სამხედროების და მათი ოჯახების სათანადო დაფასების გარეშე, რადგან თავდაცვის ძალების მთავარი საყრდენი და ქვაკუთხედი ჩვენი ჯარისკაცები არიან. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის […]

admin13.05.2021

ჯუანშერ ბურჭულაძე: „მე დაგპირდით, რომ მალე ვიხილავდით ექსპლუატაციაში საკუთარი ძალებით გარემონტებულ პირველ სუ-25, რომლის წარმატებული სატესტო ფრენა ჩვენ ყველამ ვიხილეთ“

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ავიაციის შესაძლებლობების განვითარება დაასახელა. „საკომიტეტო მოსმენისას მე დაგპირდით, რომ მალე ვიხილავდით ექსპლუატაციაში საკუთარი ძალებით გარემონტებულ პირველ სუ-25, რომლის წარმატებული სატესტო ფრენა ჩვენ ყველამ ვიხილეთ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ავიაციის მიზანი არამხოლოდ საბრძოლო ოპერაციების ჩატარებაა, არამედ საჰაერო […]

admin13.05.2021

ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენთვის საამაყოა, რომ გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან დადგნენ ყველგან, სადაც ქვეყანას სჭირდება“

„ჩვენთვის საამაყოა, რომ გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან დადგნენ ყველგან, სადაც ქვეყანას სჭირდება“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძეს დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს. უწყების ხელმძღვანელმა კანონმდებლებს უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სიტყვის დასაწყისში მან ხაზგასმით აღნიშნა შეთანხმების მნიშვნელობა, […]

admin13.05.2021