13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ყველა დაწესებულება და ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ყველა დაწესებულება, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა-ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო და სააღმზრდელო […]