2021 წლის აპრილში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 17.5 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2 პროცენტით გაიზარდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი სახეზეა ინდექსის 17.5 პროცენტიანი ზრდა. საქსტატის ცნობით, 2021 წლის მარტთან შედარებით ფასები 3.6 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 2.84 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან […]