ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მოკლე ვადებში განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიზარდოს
იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მოკლე ვადებში განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს. ამ მიზნით, იგეგმება სოფლის ამბულატორიების მობილიზება, ასევე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მომზადება დიდი ქალაქების […]