ირაკლი ღარიბაშვილი: აცრის შემდეგ, გარდაცვალება, პრაქტიკულად გამორიცხულია, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა
რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა. ეს არის აშშ-ის დახმარება, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამერიკას და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ამ საჩუქრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯამში ქვეყანაშია 2 მილიონი ვაქცინა – 1,5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი „ფაიზერი“. […]