ლიბერთი მომხმარებელს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დაეხმარება
ქვეყანაში COVID 19 პანდემიის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, უფროსი თაობის მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ლიბერთი დამატებითი რესურსის მობილიზებას იწყებს. ინფორმაციას “ლიბერთი ბანკი” ავრცელებს. “შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, ბანკის ფილიალებში მკაცრად რეგულირდება მომხმარებელთა რიგები, შეცვლილია თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკები და აქტიურად მიმდინარეობს პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი. უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში მომსახურების მისაღებად, ლიბერთის ყველა ფილიალში […]