ირაკლი ღარიბაშვილი: 6 თვის განმავლობაში 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, 1,2 მილიარდი ლარით გაგვეზარდა წლევანდელი ბიუჯეტი
ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს – აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში ეს მაჩვენებელი 25,8% იყო, ივნისში – 18,7% გვქონდა ეკონომიკური ზრდა და ჯამში, 6 თვის განმავლობაში, 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა; ამან მოგვცა საშუალება, ბიუჯეტის კორექტირება მოგვეხდინა და 1,2 მლრდ ლარით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი; შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაც და წელსვე დაიწყება საგარეო ვალის შემცირების პროცესიც, […]