ეკატერინე ტიკარაძე კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძე კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მედიკამენტებისა და ჟანგბადის რაციონალურ გამოყენებასა და ვაქცინაციის პროცესში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კუთხით სტაბილიზაცია შეიმჩნევა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მაშინ როდესაც მსოფლიოში ვირუსის ლეტალობის მაჩვენებელი 2%-ია, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს 1.36%-ს, […]