სსფ-ის მისია: საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს, თუმცა ზრდის ტემპი ზომიერდება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საშუალოვადიან ტრენდს უახლოვდება
საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს, თუმცა ზრდის ტემპი ზომიერდება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საშუალოვადიან ტრენდს უახლოვდება. ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სამიზნე მაჩვენებელს აღემატება, თუმცა კლებადია,- ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრთა განცხადებაში. განცხადების მიხედვით, სებ-მა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს და პოლიტიკის გამკაცრებისთვის იყოს მზად, თუ ინფლაცია მოსალოდინს გადააჭარბებს. „ფისკალური და საგარეო ბუფერების […]