საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4.8 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას, მეტწილად კვლავ სურსათის ინფლაცია განაპირობებს. ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებზე, რომელთაც საქართველოს სამომხმარებლო კალათაში […]