„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აშშ-ში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებს შეხვდნენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესმენ ჯო უილსონს, ასევე კონგრესის წევრებს, კიიტ სელფს და იანგ კიმის შეხვდნენ. როგორც პარტიის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, შტატებში ვიზიტად იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა, ასევე წევრები – ზურაბ ჭიაბერაშვილი და ლევან სანიკიძე. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს ქართველი ხალხის არჩევანს, იცხოვრონ პროდასავლურ საქართველოში. […]