მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ირანზე „ისტორიაში ყველაზე ძლიერ სანქციებს“ აწესებს
სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ისტორიაში ყველაზე ძლიერ სანქციებს“ აწესებს ირანზე. ვაშინგტონში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა თქვა, რომ ირანს „მისი ეკონომიკის გადასარჩენად ბრძოლა მოუწევს“ მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა. მან აღნიშნა, რომ მჭიდროდ იმუშავებს პენტაგონთან და რეგიონულ მოკავშირეებთან იმისათვის, რომ „შეაკავოს ნებისმიერი ირანული აგრესია“. სახელმწიფო მდივნის რანგში, თავის საგარეო პოლიტიკის […]