დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი ისტორიული შეხვედრა გააუქმა. კიმ ჩენ ინისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ იმ ფონზე, როცა ჩრდილოეთ კორეის ბოლო განცხადებაში „უზარმაზარი სიბრაზე და ღია მტრობა“ არის გამოხატული, „არამართებული“ იქნებოდა ხანგრძლივი შეხვედრის გამართვა, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში იყო დაგეგმილი. […]