Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

ანტონიო გუტერეში დაჟინებით მოუწოდებს დონალდ ტრამპს არ გამოვიდეს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დაჟინებით მოუწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ გამოვიდეს ირანთან დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც თეირანის ბირთვული პროგრამების განვითარებისაგან დაცვის მექანიზმებს შეიცავს. BBC-სთან საუბრისას, გუტერეშმა განაცხადა, რომ თუკი 2015 წელს ირანთან მიღწეული შეთანხმება არ იქნება დაცული, ომის რეალური რისკი იარსებებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ შეთანხმება „მნიშვნელოვანი დიპლომატიური […]

admin03.05.2018

პროტესტი ერევანში – პაშინიანმა მხარდამჭერებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის, საყოველთაო გაფიცვისა და ქუჩების გადაკეტვისაკენ მოუწოდა

ერევანში პროტესტანტებმა აეროპორტ „ზვართნოცისკენ“ მიმავალი გზის ბლოკირება დაიწყეს, ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებსა და ახალი ამბების სააგენტოებზე გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ გზა ორივე მხრიდანაა გადაკეტილი და პოლიცია მომიტინგეებთან გზის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. სამშაბათს, ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ მინისტრად არ აირჩია, მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, რომ 2 მაისის დილიდანვე დაიწყონ მასშტაბური სამოქალაქო […]

admin02.05.2018

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ მინისტრობის ოპოზიციონერი კანდიდატი ნიკოლ პაშინიანის პოსტზე არ აირჩია

სომხეთის პარლამენტმა ვერ შეძლო პრემიერ მინისტრობის ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკოლ პაშინიანის არჩევა. მას ხმა 45-მა დეპუტატმა მისცა, საჭირო კი, სულ მცირე 53 პარლამენტარის მხარდაჭერა იყო. საკითხის განხილვა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპეციალურ სხდომაზე შედგა. ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ ხმა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატებმა მისცეს. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის ახალი არჩევნები 7 დღის შემდეგ უნდა გაიმართოს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, […]

admin01.05.2018

მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანთან ბირთვული შეთანხმება „ტყუილზე იყო აგებული“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, მას შემდეგ რაც ორშაბათ საღამოს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „საიდუმლო ბირთვული ფაილები“ გამოამზეურა, რაც მისი თქმით, „ამტკიცებს, რომ ირანი მალულად ადგას ბირთვული იარაღის შექმნის გზას“, განაცხადა, რომ ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება „ტყუილზე იყო აგებული“. პომპეომ აღნიშნა, რომ 2015 წელს ირანსა და ექვს სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმება დაფუძნებული იყო ტყუილზე […]

admin01.05.2018

დაიღუპა სულ მცირე 25 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელები, ქაბულში მომხდარი აფეთქებების შედეგად

სულ მცირე 25 ადამიანია მოკლული, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელები, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ორი, 15-წუთიანი ინტერვალით მომხდარი აფეთქების შედეგად. AFP-ის განცხადებით, დაღუპულია მისი ფოტოგრაფი შაჰ მარაი. BBC-ის ცნობით, პირველი აფეთქება მოტოციკლიანმა თავდამსხმელმა განახორციელა, ხოლო 15 წუთის მოგვიანებით კი, როცა აფეთქების ადგილას ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები შეიკრიბნენ, მეორე აფეთქებაც მოხდა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ თავდასხმა მან […]

admin30.04.2018

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე იმუშავებენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე იმუშავებენ. ამის შესახებ კიმ ჩენ ინის და მუნ ჩჟე ინის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა, მას შემდეგ რაც კიმმა, პირველმა ჩრდილოკორეელმა ლიდერმა 1953 წელს კორეული ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა, სასაზღვრო […]

admin27.04.2018

ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის „ვაჭარ“ პრეზიდენტს და დასავლეთს „უფლება არ აქვთ“ ირანის ბირთვული შეთანხმება ხელახალი მოლაპარაკებების საგნად აქციონ

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების ძალისხმევების ლეგიტიმაცია მის ქვეყანასთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების შეცვლასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ მათ „უფლება არ აქვთ“ შვიდი მხარის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ხელახალი მოლაპარაკებების და განხილვების საგნად აქციონ. მან შეერთებული შტატების პრეზიდენტს, „ვაჭარი“ უწოდა და თქვა, რომ მას გლობალურ ხელშეკრულებებზე კომენტარის კვალიფიკაცია […]

admin26.04.2018

ქალაქ ტორონტოში ახალგაზრდა მამაკაცმა ფურგონი ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებს დააჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა

კანადის ქალაქ ტორონტოში 25 წლის მამაკაცმა, ალეკ მინასიანმა ფურგონი ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებს დააჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 10 ქვეითად მოსიარულე და დაზიანებები მიიღო 15-მა სხვა ადამიანმა. ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ქუჩის მოცილებით, პოლიციის მიერ იქნა დაკავებული. ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელმა, მარკ საუნდერსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტი განზრახ ჩადენილს ჰგავს, მაგრამ მოტივები ჯერ კიდევ უცნობია. მან აღნიშნა, […]

admin24.04.2018

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სომხეთის პრემიერ მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „მოგმართავთ თქვენ ბოლოჯერ სახელმწიფოს მეთაურის რანგში. ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილ მდგომარეობაში … არსებობს რამდენიმე გადაწყვეტილება, მაგრამ მათგან მე არც ერთზე არ წავალ. ეს არაა ჩემი გზა. მე ვტოვებ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტს“, ნათქვამია სარგსიანის განცხადებაში. სერჟ სარგსიანის […]

admin23.04.2018

ერევანში მიმდინარე ანტი-სამთავრობო დემონსტრაციას ათეულობით სამხედრო ფორმიანი ადამიანი შეუერთდა

ერევანში მიმდინარე ანტი-სამთავრობო დემონსტრაციას ათეულობით სამხედრო ფორმიანი ადამიანი შეუერთდა. ისინი ამტკიცებენ, რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ, იტყობინება „რია ნოვოსტი“.   სააგენტოს კორესპონდენტის ცნობით, სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს იარაღი თან არ აქვთ. ისინი კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გაუკეთებია. ერევანში, სადაც პოლიციამ კვირას დემონსტრაციის დაშლა დაიწყო, ოპოზიციის ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი და ასევე ასეულობით აქტივისტი დააკავა. მანამდე კი […]

admin23.04.2018