Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

კანადაში სიცხისაგან სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა

კანადაში, კვიბეკის რეგიონში, სადაც ტემპერატურამ +40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, სიცხისა და ჰაერის მაღალი ტენიანობისაგან სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა – მათგან 12 ქალაქ მონრეალში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა მათგანი, ვინც სიცხეს ემსხვერპლა, კონდიცირების გარეშე, უმეტესობა კი მარტო ცხოვრობდა. ცხელი ჰაერის მასებმა ასევე სამხრეთ ონტარიოს და ოტავასაც გადაურა, სადაც ტემპერატურამ 39 C-ს მიაღწია. ცხელი ამინდებია ტორონტოშიც, […]

admin05.07.2018

სულ მცირე 19 ადამიანია მოკლული თვითმკვლელი ტერორისტის მიერ, ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში

თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებულმა ბომბმა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან უმეტესობა ქვეყნის უმცირესობაში მყოფი სიხის წევრები არიან, იტყობინება BBC. პოლიციის ცნობით, ისინი ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ პრეზიდენტ აშრაფ ღანისთნ შეხვედრის მიზნით, რომელიც ბომბის აფეთქების დროს ნანგარჰარის პროვინციას სტუმრობდა. მოკლულთა შორისაა სიხის ერთადერთი დეპუტატობის კანდიდატი ავთარ სინღ ხალსა, რომელიც 20 […]

admin02.07.2018

ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდება

რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის ივლისში, ავსტრიის დედაქალაქში დაგეგმილი შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდება, რის შემდეგაც ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გაკეთდება განცხადებები ჟურნალისტებისთვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა. მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა „ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას მისცემს კარგ იმპულსს“. მოსკოვში ვიზიტად მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების […]

admin28.06.2018

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა

თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა, როგორც ამას საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი იტყობინება. სადი გუვენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა „ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის ხმები მიიღო“, მაგრამ მას შემდგომი დეტალები არ მოუცია. სახელმწიფო მედიის ცნობით, იმ ფონზე, როცა ხმების უმეტესი ნაწილი – 99% დათვლილია, ერდოღანს 53% აქვს მიღებული, მის მთავარ მეტოქეს მუჰარემ ინჯეს კი […]

admin25.06.2018

დონალდ ტრამპმა განკარგულება გამოსცა, რომელიც აშშ-ში არალეგალი მიგრანტების ოჯახების განცალკევებას არ დაუშვებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იძულებული გახდა დაყოლოდა საზოგადოებრივ ზეწოლას და გაეთვალისწინებინა საერთაშორისო აღშფოთება უკანონო მიგრანტების ოჯახების წევრთა განცალკევებასთან დაკავშირებით. მან საპრეზიდენტო განკარგულება გამოსცა, რომელიც აშშ-ში დოკუმენტების გარეშე მყოფი მიგრანტების ოჯახების დაყოფას, კერძოდ, მშობლების შვილებისაგან განცალკევებას არ დაუშვებს. მან თქვა, რომ მასზე დიდი ზეგავლენა იქონია იმ ბავშვების ფოტოებმა, რომლებიც აშშ-ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაპატიმრებული […]

admin21.06.2018

იაპონიაში მომხდარ 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიის უმსხვილეს საპორტო ქალაქ ოსაკაში მომხდარ 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი და დაზიანებები აქვს მიღებული 200-ზე მეტ ადამიანს. როგორც BBC იუწყება, მიმდებარე ტერიტორიაზე აეროპორტები რამდენიმე საათით დაიკეტა, მატარებლების მოძრაობა შეჩერდა და ქარხნები იძულებული გახდნენ პროდუქციის გამოშვება შეეწყვიტათ. 170 000-ზე მეტი მობინადრე ელექტროენერგიის და გაზმომარაგების გარეშე დარჩა. […]

admin18.06.2018

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი „უკვე ანადგურებს მთავარ სარაკეტო პოლიგონს“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი „უკვე ანადგურებს მთავარ სარაკეტო პოლიგონს“. მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეს დეტალი ერთობლივ დეკლარაციაში არ არის შეტანილი, რადგან, მისი თქმით, ამაზე კიმ ჩენ ინთან შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც დოკუმენტი შეიქმნა. ტრამპმა თქვა, რომ იგი „შეწყვეტს ომის თამაშებს“, კიმ ჩენ ინმა კი პირობა დადო, რომ […]

admin12.06.2018

კიმ ჩენ ინი სინგაპურში დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩაფრინდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სინგაპურში დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრამდე ორ დღით ადრე ჩინეთის მიერ გამოყოფილი თვითმფრინავით ჩავიდა. აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა სინგაპურის კუნძულ სანტოსაზე სამშაბათს დაიწყება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს შეხვდება. ტრამპი სინგაპურში კანადიდან კვირას მოგვიანებით ჩავა იმ იმედით, რომ კიმთან […]

admin11.06.2018

გვატემალაში გარდაცვლილთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

ჯარისკაცები მაშველებთან და მეხანძრეებთან ერთად არიან ჩართული დაკარგულთა ძებნაში მას შემდეგ, რაც კვირას გვატემალაში ამოფრქვეულმა საშინელმა ვულკანმა სოფლები გაანადგურა. ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, დზიანებები აქვს მიღებული ასეულობით ადამიანს. ათასობით ადამიანი კი დროებით თავშესაფრებში არის გადაყვანილი. დედაქალაქ გვატემალა სიტის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით ამფრქვეულმა ვულკანმა ცაში კლდოვანი მასა ატყორცნა და მიმდებარე ტერიტორია შავი […]

admin05.06.2018

„მალაიზიის ავიახაზების“ გაუჩინარებული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები ინდოეთის ოკეანეში დასრულდა

„მალაიზიის ავიახაზების“ გაუჩინარებული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ დასრულდა. შეერთებულ შტატებში ბაზირებული კერძო კომპანია „Ocean Infinity“-ი სამხრეთ ინდოეთის ოკეანის დიდ ფართობზე 90-დღიანი ძებნითი სამუშაოების განსახორციელებლად ღრმაწყლოვან საზღვაო ხომალდს იყენებდა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო, მალაიზიის მთავრობამ კი განაცხადა, რომ მას ახალი ძებნითი სამუშაოების ჩატარების გეგმები არ გააჩნია. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 239 ადამიანი იმყოფებოდა და რომელიც კუალა ლუმპურიდან პეკინში […]

admin29.05.2018