Sunday, 04 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

ტრამპი გაეროში გამოსვლისას ირანს „განადგურებით“ ემუქრება, პარალელურად კი აშშ-ირანის ოფიციალური პირები ერთმანეთს ხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი „დიდი გადაწყვეტილების“ წინაშე დგას, კვლავ დაარტყას ირანს თუ მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევას შეეცადოს. როგორც BBC  იტყობინება, აშშ-ის პრეზიდენტის ნიუ-იორკში 22 სექტემბერს გაერო-ს ტრიბუნაზე გამოსვლას, რომელშიც მან განაცხადა, რომ კონფლიქტის მოუგვარებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ისლამური რესპუბლიკა „გაანადგუროს“, ირანის დელეგაციის ერთი წევრი ადევნებდა თვალყურს. აუდიტორიის წინაშე […]

admin23.09.2026

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.81%-ით ლიდერობს

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ბიულეტენების 94.21 პროცენტის დამუშავების შემდეგ, პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.81 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზე „კომუნისტური პარტია“  გავიდა, ხმების 13.81 პროცენტით. „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 8.96 პროცენტი მიიღო, ხოლო „ახალმა ხალხმა“ – 7.97 პროცენტი. მეხუთე ადგილზეა „სამართლიანი რუსეთი“, 4.96 პროცენტით, და ხმების მცირე რაოდენობა აკლდება 5%-იანი ბარიერის გადასალახად და შესაბამისად, პარლამენტში მოსახვედრად. […]

admin21.09.2026

ირანის მხარდაჭერით მოქმედი „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში საპორტო ქალაქ მოხას იკავებენ და გლობალურად მნიშვნელოვან საკვანძო წერტილზე ამყარებენ კონტროლს

იემენის „ჰუსიტებმა“ წითელი ზღვის სტრატეგიული საპორტო ქალაქი მოხა დაიკავეს, – იუწყება BBC სამხედრო წყაროებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით. წითელი ზღვის გასწვრივ სტრატეგიული ადგილების დაკავებამ, შესაძლოა თეირანის გავლენა ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სანაოსნო გზაზე გააფართოოს. როგორც CNN წერს, ამ ამბავმა გლობალურ გადაზიდვებზე პოტენციური ზემოქმედების გამო მთელ მსოფლიოში შოკი გამოიწვია. ამ დრომდე მოხაზე კონტროლს საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი პროსამთავრობო ძალები ახორციელებდნენ. […]

admin11.09.2026

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აღმოსავლეთში დიდი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა

პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა გერმანიის აღმოსავლეთ ფედერალურ საქსონია-ანჰალტში და გაცილებით გაუსწრო ძირითად კონკურენტებს. წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ მას აბსოლუტური უმრავლესობა არ აქვს, თუმცა AfD აცხადებს, რომ მან მმართველობის მანდატი მოიპოვა. მეორე ადგილზე მმართველი „სოციალ-დემოკრატიული კავშირი“ გავიდა. Reuters-ის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც გერმანიაში უკიდურესად მემარჯვენე ძალამ რეგიონულ […]

admin07.09.2026

ნეპალში კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა, 1 300-ზე მეტი ადამიანი დაკარგულადაა გამოცხადებული

პოლიციის ცნობით, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე, ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 545 ადამიანი. 1 300-ზე მეტი დაკარგული ადამიანის, მათ შორის სულ მცირე 700 უცხოელის ძებნა გრძელდება. მეცნიერები ჯერ კიდევ მუშაობენ იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია კატასტროფა. ახალ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ სად და როგორც მოწყდა მყინვარის დიდი ნაწილი მთას და […]

admin28.08.2026

ნორვეგიის მეფე ჰარალდ მეხუთე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სისხლის იშვიათი დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოსლოს სასახლის ცნობით, ის 28 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 06:35 საათზე (04:35 GMT) ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასახლის სახურავზე სამეფო დროშა ნახევრად დაშვებულია. მის გარდაცვალებამდე 24 საათის განმავლობაში სამეფო ოჯახის წევრები მეფეს ესტუმრნენ და ხალხმა სასახლეში ყვავილები […]

admin28.08.2026

ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე ძლიერ წყალდიდობას და მეწყერს სულ მცირე 95 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით უცხოელი ტურისტი კი დაკარგულად ითვლება

ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება. ნეპალის ტურისტული საბჭოს ცნობით, დაკარგულ ტურისტებს შორის 100-ზე მეტი ინდოეთიდან, 47 აშშ-დან და 33 დიდი ბრიტანეთიდანაა. ტერიტორია, სადაც სტიქია მოხდა, პოპულარულია მომლოცველებსა და მოლაშქრეებში. ტიბეტიდან გადაღებული ვიდეოთვალთვალის კამერები აჩვენებს წყლისა და ტალახის კედელს, რომელიც სასაზღვრო გადასასვლელთან შენობებს ეხეთქება – ნეპალიდან გადაღებულ სხვა კადრებში […]

admin26.08.2026

ტრამპის ადმინისტრაციამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში განმცხადებლებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა – აშშ-ის მთავრობის მიერ „რესპუბლიკელი“ ლიდერის თეთრ სახლში მეორე ვადის განმავლობაში მიმდინარე იმიგრაციული რეპრესიების ფონზე. ამის შესახებ „როიტერსი“ იტყობინება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ მან მსოფლიოს ყველა აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოში გლობალური სასწავლო ინიციატივა დაიწყო და სავიზო მომსახურების […]

admin26.08.2026

კიმ ჩენ ინთან „ძალიან კარგი ურთიერთობის“ გამო, ტრამპი „მნიშვნელოვნად შეამცირებს“ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს და მიანიშნებს სეულს, რომ ეს ირანის ომში მის ჩართვაზე უარმაც განაპირობა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „მნიშვნელოვნად შეამცირებს“ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს და ამას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან „ძალიან კარგ ურთიერთობას“ უკავშირებს. მან ასევე Truth Social-ში აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეამ ცოტა ხნის წინ უარი თქვა შეერთებოდა აშშ-ს ირანის „ბირთვული განიარაღების“ პროცესში. „ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირია, რადგან ამ ხარჯების […]

admin18.08.2026

სირიის ყოფილ პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

სირიის სასამართლომ სამშაბათს, 11 აგვისტოს, სირიის 14-წლიანი კონფლიქტის დროს, რომელმაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულებისთვის გადაყენებული სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს და მის უმცროს ძმას, მაჰერს სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად შეუფარდა. დამასკოს მეოთხე სისხლის სამართლის სასამართლოში გამოტანილი განაჩენი ასადის ან მისი ახლო გარემოცვის წევრების წინააღმდეგ პირველია მას შემდეგ, რაც ასადის ოჯახის ხელისუფლებაში […]

admin11.08.2026