Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს და თეთრ სახლში ისტორიული დაბრუნებისთვის ემზადება. ბოლო მონაცემებით, მას საარჩევნო კოლეგიაში 279 ხმა აქვს მიღებული, თავის მეტოქეს, კამალა ჰარისს კი 223. გამარჯვებისთვის 270 ხმა არის საჭირო. დარჩენილია 4 შტატის შედეგების გამოქვეყნება, რასაც უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება, რადგან ტრამპს გამარჯვებისთვის საჭიროზე 9-ით მეტი ხმა უკვე აქვს მოპოვებული. BBC-ის ცნობით, ამ […]

admin06.11.2024

დონალდ ტრამპი: მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, რომ ამირჩია თავის 47-ე პრეზიდენტად

ფლორიდაში თავისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა თავი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად გამოაცხადა და მის გამარჯვებას „დიდებული გამარჯვება“ უწოდა. ტრამპმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს: „მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, რომ ამირჩია თავის 47-ე პრეზიდენტად, 45-ე პრეზიდენტი“. მან თქვა, რომ გაიმარჯვა ხმების პირდაპირი წესით კენჭისყრაში. ხმები ჯერ კიდევ ითვლება, მაგრამ როგორც ჩანს, მას ამ […]

admin06.11.2024

დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის საარჩევნო კოლეგიაში 4 დამატებითი ხმა სჭირდება

„რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 27 შტატში იმარჯვებს, ხოლო „დემოკრატი“ კამალა ჰარისი 16 შტატსა და ვაშინგტონ DC-ში, – იტყობინება BBC. მაგრამ კრიტიკულ საბრძოლო შტატებში  შედეგები სავარაუდოდ, საათების ან თუნდაც დღეების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს. ამ დროისთვის (თბილისის დროით, 12:00 სთ), 7 შტატის შედეგებია გამოსაქვეყნებელი, რაც გარდამტეხ როლს ითამაშებს არჩევნების არსებულ შედეგებზე. BBC-ის ცნობით, […]

admin06.11.2024

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი 25 შტატში იგებს, ჰარისი კი 13 შტატსა და ვაშინგტონ DC-ში იმარჯვებს

„რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 25 შტატში იმარჯვებს, ხოლო „დემოკრატი“ კამალა ჰარისი 13 შტატსა და ვაშინგტონ DC-ში, – იტყობინება BBC. მაგრამ არჩევნების ბედი გაურკვეველია, რადგან კრიტიკულ საბრძოლო შტატებში  შედეგები სავარაუდოდ, საათების ან თუნდაც დღეების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს. ამ დროისთვის (თბილისის დროით, 09:39 სთ), 12 შტატის შედეგებია გამოსაქვეყნებელი, რაც გარდამტეხ როლს ითამაშებს […]

admin06.11.2024

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ ეტაპზე ხმების 98.06 პროცენტია დათვლილი და ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ იმარჯვებს – ხმათა 54.47 პროცენტით, მის კონკურენტს, ალექსანდრე სტოიანოგლოს კი, ხმათა 45.53 პროცენტი აქვს მიღებული. ბიულეტენები სრულადაა დათვლილი მოლდოვის ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი ალექსანდრე სტოიანოგლოს დაუჭირა. მან ხმების 51,19 პროცენტი მიიღო, […]

admin04.11.2024

შარლ მიშელი: ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ განვითარებადი ქვეყნებისთვის

ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Financial Times-ს განუცხადა, ევროკავშირმა უნდა გამოავლინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც ორგანიზაციამ ხელი მოაწერა სტრატეგიულ, სავაჭრო ან პოლიტიკურ თანამშრომლობის შეთანხმებებს, თუკი მას სურს […]

admin25.10.2024

გაერო: რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა

GUARDIANGE – უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა, ანუ დაახლოებით მეოთხედით, მას შემდეგ, რაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რაც განაპირობა ლტოლვილების ქვეყნიდან წასვლამ, შობადობის შემცირებამ და ომის შედეგად მოქალაქეთა დაღუპვამ, – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა ფლორენს ბაუერმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის ხელმძღვანელმა ფლორენს ბაუერმა თქვა, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ისედაც […]

admin23.10.2024

ბრაზილიის პრეზიდენტმა რუსეთში BRICS-ის სამიტზე გამგზავრება ინციდენტის გამო გააუქმა

GUARDIANGE – ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ რუსეთში BRICS-ის სამიტზე ვიზიტი საკუთარ სახლში მომხდარი შემთხვევის გამო გააუქმა, – ნათქვამია მისი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მას ჭრილობა თავის უკანა მხარეს, კისრის ოდნავ ზემოთ აქვს მიყენებული. 78 წლის ლიდერი მიმდინარე კვირის სამშაბათიდან ხუთშაბათამდე ქალაქ ყაზანში BRICS-ის განვითარებადი ეკონომიკის ბლოკის სამიტს უნდა დასწრებოდა. სან პაულოს საავადმყოფო Sirio Libanês-მა განცხადებაში […]

admin22.10.2024

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

GUARDIANGE – მოლდოვაში 20 ოქტომბერს გამართული რეფერენდუმი იმის თაობაზე, უნდა შეიცვალოს თუ არა კონსტიტუცია და უჭერენ თუ არა ქვეყნის მოქალაქეები ევროკავშირში გაწევრიანებას, ჯერჯერობით ვერ იძლევა ზუსტ პასუხს, რადგან ამ დროისთვის ხმების 98%-ია დათვლილი და გაწევრიანებას – („დიახ“) – ხმას 50.03% აძლევს, წინააღმდეგი – („არა“) კი 49.97%-ია. როგორც BBC იუწყება, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელიც ევროკავშირის კურსს […]

admin21.10.2024

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა, უძრავი ქონების ფასი კი სწრაფი ტემპით დაეცა

ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკაა, მესამე კვარტალში, გასული წლის დასაწყისის შემდეგ, ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მკვეთრი ზრდის აღდგენას ცდილობს. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, წლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4.6%-ით გაიზარდა. წინა კვარტალთან შედარებით, ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია და ასევე ნაკლებია მთავრობის ამ წლისთვის განსაზღვრულ „დაახლოებით […]

admin18.10.2024