Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

აშშ-ის ყოფილ სენატორს, ბობ მენენდესს კორუფციის საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აშშ-ის ყოფილ სენატორს, ბობ მენენდესს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მენენდესის დანაშაულს პროკურორები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თავხედურ კორუფციულ სქემას უწოდებდნენ. როგორც სასამართლომ დაადგინა, მან ქრთამის სახით მიიღო, 1 მილიონი დოლარი ნაღდი ფულით, ჩეკებით, ოქროს ზოდებით და მერსედეს-ბენცით. დიდი ხნის ნიუ ჯერსის კანონმდებელი გასულ წელს, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, რის გამოც იძულებული გახდა […]

admin30.01.2025

თეთრმა სახლმა გააუქმა ტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც ფედერალურ გრანტებს და სესხებს 90 დღით აჩერებდა, თუმცა პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებები, რომლებიც უცხოურ დახმარებას 90 დღით ყინავს, კვლავ ძალაში რჩება

ოთხშაბათს, 29 იანვარს, თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისმა გააუქმა მემორანდუმი, რომელიც ფედერალურ გრანტებს და სესხებს 90 დღით აჩერებდა. „მემორანდუმი M-25-13 გაუქმებულია. თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებების განხორციელების შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენი სააგენტოს გენერალურ მრჩეველს“, – ნათქვამია CNN–ის მიერ მოპოვებულ ახალ მემორანდუმში. როგორც CNN წერს, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი მედიას ადანაშაულებდა ამ აღამსრულებელი ბრძანებების […]

admin30.01.2025

ფედერალურმა მოსამართლემ დროებით დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ფედერალური გრანტების და სესხების გაყინვა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ სამშაბათს, 28 იანვარს, დროებით დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ფედერალური დაფინანსების შეჩერება იმ ფონზე, როცა მისი ადმინისტრაცია პროგრამების საყოველთაო იდეოლოგიურ მიმოხილვას ახორციელებს იმ მიზნით, რომ განსაზღვროს, თუ რომელი პროგრამები შეიძლება დაექვემდებაროს გაგრძელებას. მოსამართლის გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობისთვის ყველაზე ქაოტური დღეა მას შემდეგ, რაც ტრამპი დაბრუნდა თეთრ სახლში. პრეზიდენტის აღმასრულებელმა განკარგულებამ გაურკვევლობა წარმოშვა გადამწყვეტად სასიცოცხლო […]

admin29.01.2025

ტრამპმა შეაჩერა ტარიფების დაწესება კოლუმბიაზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გუსტავო პეტრო აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების ფრენების შეზღუდვების გარეშე მიღებას დათანხმდა

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატები არ გააგრძელებს ტარიფების დაწესებას კოლუმბიაზე, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დათანხმდა დეპორტირებული მიგრანტების შეზღუდვების გარეშე მიღებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი. დონალდ ტრამპმა 25%-იანი ტარიფები დააწესა ყველა კოლუმბიურ საქონელზე მას შემდეგ, რაც კოლუმბიის პრეზიდენტმა ორ ამერიკულ სამხედრო ავიახომალდს, რომელსაც აშშ-დან კოლუმბიაში დეპორტირებული პირები გადაჰყავდა, კვირას, 26 იანვარს, ქვეყანის აეროპორტებში დაშვების […]

admin27.01.2025

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, მან ხმების 86,82% მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ კანდიდატს, ოლეგ გაიდუკევიჩმა 2,02% მიიღო, ანა კანაპაცკაიამ – 1,86%, სერგეი სირანკოვმა – 3.21%, ალექსანდრ ხიჟნიაკიმ – 1,74%, ხოლო ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 3,60%-მა. ბელარუსში 26 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 […]

admin27.01.2025

დონალდ ტრამპმა ჯონ და რობერტ კენედებისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობების დოკუმენტებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნის ბრძანება გამოსცა

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურ პირებს დავალება მისცა აშშ-ის ისტორიაში სამ ყველაზე გახმაურებულ, ერთმანეთის მიყოლებით განხორციელებულ მკვლელობებთან დაკავშირებით დოკუმენტებს გრიფით საიდუმლო სტატუსი მოეხსნას. საქმე ეხება პრეზიდენტ ჯონ კენედის, მისი ძმის, სენატორ რობერტ კენედისა და ცნობილი სამოქალაქო უფლებების დამცველის, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობებს. ბრძანება ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს აძლევს მითითებას, რომ 15 დღის ვადაში წარადგინონ […]

admin24.01.2025

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპოვებინა, ქვეყანა სამუდამოდ დაიკარგებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპოვებინა, ქვეყანა სამუდამოდ დაიკარგებოდა. „შესაძლებელი იყო, ბევრი რამ გაკეთებულიყო, ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა. არ გვექნებოდა ინფლაცია, არ იქნებოდა ავღანეთის კატასტროფა, არ იქნებოდა 7 ოქტომბრის ისრაელის ამბავი, სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, არ იქნებოდა უკრაინის ომი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპის თქმით, თანამდებობაზე […]

admin23.01.2025

[ვიდეო] დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა ფიცის დადების შემდეგ

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა ფიცის დადების შემდეგ. დონალ ტრამპი ამერიკელებს “ახალ ოქროს ხანას” დაჰპირდა. მან თქვა, რომ მისი მმართველობისას ქვეყანა აყვავდება და იქნება პატივსაცემი. „ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა, დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კვლავ პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიქნებით ყველა ერის შურის ობიექტი და აღარ დავუშვებთ, რომ ვინმემ ბოროტად გამოგვიყენოს. […]

admin20.01.2025

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დრამატული დაპირისპირების შემდეგ დააკავეს

GUARDIANGE – სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ დააკავა პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი, რომელსაც ბრალად ედება ქვეყანაში საომარი მდგომარეობის უკანონოდ დაწესების მცდელობა. იუნი ახლა კორუფციის საგამოძიებო ოფისში (CIO) იმყოფება.  მან თქვა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანონო გამოძიებაა“, დათანხმდა დაკითხვას, რათა „თავიდან აიცილოს სისხლისღვრა“. ანტიკორუფციული სააგენტო იუნს ამბოხების ბრალდებით დაკითხავს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა, უშიშროების […]

admin15.01.2025

ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში: ველოდები მსოფლიოში რუკების ხელახლა დახატვას

ველოდები მსოფლიოში რუკების ხელახლა დახატვას, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. მაიკ უოლცის თქმით, მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკაში გრენლანდიის საკითხი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება. „არის რუსეთი, რომელიც ცდილობს, გახდეს არქტიკის მეფე 60-ზე მეტი ყინულმჭრელით, ზოგიერთი მათგანი ატომურ ენერგიაზე მუშაობს. იცით, ჩვენ რამდენი გვყავს? […]

admin11.01.2025