Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

ლოს ანჯელესში ტყის ხანძარი უკვე „ჰოლივუდ ჰილსში“ გავრცელდა და ღირშესანიშნაობებს ემუქრება

GUARDIANGE – მინიმუმ ხუთ ადგილას მძვინვარებს ამჟამად ტყის ხანძარი ლოს ანჯელესში და მის მეზობელ ვენტურის ოლქში და ყველა მათგანი, გარდა ერთისა, სრულიად უკონტროლოა. 5 ადამიანი დაიღუპა და 137 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ლოს ანჯელესის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ტყის ხანძრის შედეგად. BBC-ის ცნობით, სრული ქაოსია ჰოლივუდში, სადაც ქუჩები ჩახერგილია და სქელი კვამლის საბურველში გახვეული ადამიანები […]

admin09.01.2025

100 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა

GUARDIANGE – ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა პატივი მიაგეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და ნობელის პრემიის ლაურეატს, ჯიმი კარტერს, რომელიც 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარტერი, რომელმაც აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტებს შორის ყველაზე დიდხანს იცოცხლა, 29 დეკემბერს, თავის სახლში, პლეინსში, ჯორჯიაში, გარდაიცვალა. ბაიდენმა მას „პრინციპების, რწმენისა და თავმდაბლობის“ განსახიერება უწოდა, ხოლო ტრამპმა თქვა, რომ ყველა ამერიკელს კარტერის მიმართ […]

admin30.12.2024

დონალდ ტრამპი: უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის ამერიკული რაკეტებით დაბომბვა არის სერიოზული ესკალაცია და ეს სულელური გადაწყვეტილებაა

უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის ამერიკული რაკეტებით დაბომბვა არის სერიოზული ესკალაცია და ეს სულელური გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „თაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის თქმით, ახლა ყველაზე სახიფათო ვითარებაა, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის თანხმობით გადაწყვიტა, დაიწყოს რუსეთში რაკეტების გასროლა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთი უფრო ადვილი პრობლემაა, ვიდრე ის, რაც […]

admin16.12.2024

რუსული სახელმწიფო მედია: სირიიდან გაქცეული ბაშარ ალ-ასადი მოსკოვშია

სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დამასკოდან გაქცევის შემდეგ მოსკოვში იმყოფება, იუწყება რუსული სახელმწიფო მედია. რუსეთი ასადის რეჟიმის მთავარი მოკავშირე იყო – ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი ახლა იქ მიიღებენ თავშესაფარს. ასადი სირიიდან იმ დროს გაიქცა, როდესაც მეამბოხეთა დაჯგუფება დედაქალაქ დამასკოში შეიჭრა. მეამბოხეების ლიდერმა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანიმ სიტყვით მიმართა გახარებულ ხალხს დამასკოს მეჩეთში. ქუჩებში მოზეიმე სირიელები […]

admin09.12.2024

ჯო ბაიდენმა თავისი შვილი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. „დღეს მე ხელი მოვაწერე ჩემი ვაჟის, ჰანტერის შეწყალებას. იმ დღიდან, რაც თანამდებობა დავიკავე, განვაცხადე, რომ არ ჩავერეოდი იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ჩემი სიტყვა შევასრულე, მიუხედავად იმისა, რომ ვუყურებდი, როგორ ხდებოდა ჩემი შვილის შერჩევითი და უსამართლო დევნა“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში. ამ ოფიციალურ შეწყალებას […]

admin02.12.2024

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატი მოულოდნელად ლიდერობს

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე, პრორუსი კანდიდატი მოულოდნელად ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო ბიუროს მონაცემებით, დათვლილი ხმების 100%-ის მიხედვით, ულტრანაციონალისტ კალინ ჯორჯესკუს 22.94% აქვს მიღებული, მეორე ადგილზე გავიდა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, მან ხმების 19.18 პროცენტი მიიღო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა მარსელ ჩიოლაკუმ კი ხმების 19.15 პროცენტით მესამე ადგილი დაიკავა. ასეთი შედეგის გამო, ჩიოლაკუმ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. […]

admin25.11.2024

დონალდ ტრამპმა გენერალურ პროკურორად პემ ბონდი წარადგინა მას შემდეგ, რაც მეთ გეიცმა თავისი კანდიდატურა მოხსნა განხილვიდან

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალურ პროკურორად ვეტერანი პროკურორი პემ ბონდი წარადგინა მას შემდეგ, რაც უწინ დასახელებულმა მეთ გეიცმა თავისი კანდიდატურა მოხსნა განხილვიდან. ბონდის დიდი გამოცდილება აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში და მანამდე ფლორიდის გენერალური პროკურორი იყო. ტრამპის ხანგრძლივი მოკავშირე, ბონდი მისი იურიდიული გუნდის ნაწილი იყო სენატში პრეზიდენტის პირველი იმპიჩმენტის პროცესის დროს და ასევე საჯაროდ […]

admin22.11.2024

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში. კენედიმ, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა, თავისი კანდიდატურა ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა. […]

admin15.11.2024

დონალდ ტრამპმა პირველი დანიშვნის შესახებ გამოაცხადა – სიუზან სამერალ უაილსი თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას დაიკავებს

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მისი კამპანიის მმართველი სიუზან სამერალ უაილსი თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნება.  ტრამპის განცხადებაში ნათქვამია: „უაილსი უბრალოდ დამეხმარა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური გამარჯვების მიღწევაში“. ტრამპმა 7 ნოემბერს გამარჯვებისადმი მიძღვნილ გამოსვლაში უაილსს „ყინულის ქალი“ უწოდა. ის ძირითადად ოპერირებს „ზურგში“, თქვა არჩეულმა პრეზიდენტმა, მაგრამ იგი […]

admin08.11.2024

გერმანიის კოალიციური მთავრობა დაშლის პირასაა მას შემდეგ, რაც კანცლერმა შოლცმა ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

გერმანიის მმართველი კოალიცია კრიზისშია მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა საკვანძო მინისტრი გადააყენა და განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში მისი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა გაიმართება. შოლცმა თქვა, რომ არ ენდობა ფინანსთა მინისტრს, კრისტიან ლინდნერს, კონკურენტი პარტიის ხელმძღვანელს, რომელიც შოლცის სოციალ-დემოკრატებთან და მწვანეებთან ერთად კოალიციის ნაწილია. კანცლერის ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ შოლცის მთავრობას აღარ აქვს უმრავლესობა […]

admin07.11.2024