Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის ბრალდებით იყო მსჯავრდებული, 86 წლის ასაკში „კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ“ გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა განაცხადა. ფუხიმორის ექიმმა დაადასტურა, რომ ის „ენის კიბოთი“ ავადმყოფობის გართულების, კერძოდ სუნთქვითი პრობლემების წარმოშობის შედეგად გარდაიცვალა. ფუხიმორი პერუს 1990-2000 წლებში მართავდა, სანამ კორუფციის და სხვა ბრალდებების გამო თანამდებობიდან გადააყენებდნენ. […]

admin12.09.2024

ოლაფ შოლცი: დროა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულება დაჩქარდეს

დროა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულება დაჩქარდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დადგა დრო, როდესაც აუცილებელია რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის დასრულების დაჩქარება. „ვფიქრობ, ახლა დადგა დრო, როდესაც საჭიროა ვიმსჯელოთ, როგორ შევძლებთ ომიდან მშვიდობაზე გადასვლას უფრო სწრაფად, ვიდრე ამჟამად ჩანს“, – განაცხადა შოლცმა. როგორც კანცლერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ამ […]

admin09.09.2024

51 ადამიანი დაიღუპა და 271 დაშავდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ პოლტავაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად

სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა და 271 დაშავდა რუსეთის მიერ ცენტრალური უკრაინის ქალაქ პოლტავაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად. რუსების საჰაერო თავდასხმა სამხედრო აკადემიასა და ახლომდებარე საავადმყოფოზე განხორციელდა. უკრაინის სახმელეთო ძალებმა დაადასტურეს, რომ დაღუპულთა შორის სამხედრო პირებიც არიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ადამიანებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო, რომ თავშესაფრებში ჩასულიყვნენ საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ […]

admin04.09.2024

გერმანელი ულტრა-მემარჯვენეები ქვეყნის აღმოსავლეთში გამართულ არჩევნებში „ისტორიულ“ გამარჯვებას ზეიმობენ

GUARDIANGE – გერმანიის ანტიიმიგრაციული ულტრა-მემარჯვენე პარტია „ალერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის აღმოსავლეთ მხარეში, თიურინგიაში რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში „ისტორიულ წარმატებას“ ზეიმობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ის პროგნოზის თანახმად, „ალერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმების თითქმის მესამედი აქვს მოპოვებული – 32.8%, 9%-ით უსწრებს კონსერვატიულ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ (CDU)-ს, რომელსაც 23.8% აქვს მიღებული და ბევრად უსწრებს გერმანიის სამ მმართველ პარტიას. მესამე ადგილზე ახლად დაფუძნებული მემარცხენე […]

admin02.09.2024

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა მესამე მსოფლიო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე მესამე მსოფლიო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა დეტროიტში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ტრამპის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრა კურსკში კიდევ ერთი ნიშანია, რომ მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. „შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში. ისინი შეიჭრნენ რუსეთში. […]

admin27.08.2024

თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებული საიდუმლო ბირთვული სტრატეგიული გეგმა არ არის პასუხი რომელიმე ქვეყნის ან საფრთხის მიმართ

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ საიდუმლო ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რომელიც წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა, არ არის პასუხი რომელიმე ქვეყანაზე ან საფრთხეზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. შესაბამისი განცხადება ბაიდენის ადმინისტრაციაში მას შემდეგ გააკეთეს, რაც New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა გადახედა ბირთვული შეკავების სტრატეგიას და ის პირველადაა ორიენტირებული ჩინეთის ბირთვული არსენალის გაფართოებაზე. „ამ ადმინისტრაციამ, […]

admin21.08.2024

ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხალედა ზია შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მოჰამედ შაჰაბუდინ ჩუპუმ მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ქვეყნიდან გაიქცა და ბანგლადეშში სამხედროების მმართველობა გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის დათხოვნა ქვეყნის დროებითი მთავრობის ფორმირების მიზნით მოხდა. მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის დროსაც ასეულობით ადამიანი […]

admin07.08.2024

 „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში საკუთარ სახლში მოკლეს

GUARDIANGE – „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მისი ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში საკუთარ სახლში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ჰანიე თეირანში ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებოდა. ირანის რევოლუციურ გუშაგთა განცხადებით, თავდასხმის შედეგად ჰანიეს ერთ-ერთი პირადი მცველიც დაიღუპა. ისრაელს ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია, მაგრამ მანამდე პირობა დადო, რომ „გაანადგურებდა“ პალესტინის ჯგუფს 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, რომლის […]

admin31.07.2024

ჯოზეფ ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას ტოვებს და აცხადებს: „ეს ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია“

GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას ტოვებს და აცხადებს, რომ ეს „ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია“ – მაგრამ პოსტზე დარჩება თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. ის მხარს უჭერს კამალა ჰარისს, ვიცე-პრეზიდენტს, რომ იყოს „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი. ჰარისი ამბობს, რომ აპირებს ნომინაციის „მოპოვებას და გამარჯვებას“ და ყველაფერს გააკეთებს, რაც მას […]

admin22.07.2024

დონალდ ტრამპი: მე თქვენ წინაშე მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთის წყალობით ვდგავარ

GUARDIANGE – აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მალოუკიში პარტიის ყრილობაზე „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაზე თანხმობა ოფიციალურად განაცხადა და თქვა, რომ ის ყველა ამერიკელისთვის იმუშავებს. „ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს. როგორც ამერიკელებს, ჩვენ გვაკავშირებს ერთიანი ბედი და საერთო ბედისწერა. ჩვენ ან ვდგებით ერთად, ან ვიშლებით. „მე მთელი ამერიკის პრეზიდენტობას ვაპირებ და არა ნახევარი […]

admin19.07.2024