Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ ზელენსკის პრეტენზიებით, რომ მოლაპარაკებებში კიევი არ არის ჩართული და აღნიშნა, რომ უკრაინას ამ სამი წლის განმავლობაში და მანამდეც „შეეძლო შეთანხმების დადება“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ მისთვის „სიურპრიზი“ იყო თავისი ქვეყნის არმიწვევა საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის ომის დასასრულებლად, დიდი „იმედგაცრუება“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინას ამ სამი წლის განმავლობაში და მანამდეც „შეეძლო შეთანხმების დადება“. ჟურნალისტებთან საუბრისას მარ-ა-ლაგოში, ტრამპს BBC-მ ჰკითხა, რა იყო მისი გზავნილი უკრაინელებისთვის, რომლებიც თავს გაყიდულად გრძნობენ. „მესმის, […]

admin19.02.2025

მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინის ომის დასასრულებლად „გრძელი და რთული მოგზაურობის პირველი ნაბიჯია“

აშშ და რუსეთი დანიშნავენ გუნდებს, რომლებიც მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის ომის დასრულებაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთში მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მიღწეულია სამი ძირითადი შეთანხმება, მათ შორის ერთმანეთის ქვეყნებში ელჩების დაბრუნება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ მოლაპარაკებები „გრძელი და რთული მოგზაურობის პირველი ნაბიჯია“. […]

admin18.02.2025

კრემლი: პუტინი მზად არის ზელენსკისთან სასაუბროდ, „თუკი ეს საჭირო იქნება“

კრემლმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ, „თუკი ეს საჭირო იქნება“. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა: „თავად პუტინმა თქვა, რომ იგი მზად იქნება ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის, თუკი ეს საჭირო იქნება. მაგრამ შეთანხმებების სამართლებრივი საფუძველი საჭიროებს დისკუსიას იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ზელენსკის ლეგიტიმურობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“. პესკოვის თქმით, რუსეთი […]

admin18.02.2025

კანადის ქალაქ ტორონტოში სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას ამოტრიალდა

კანადის ქალაქ ტორონტოში „დელტას ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 76 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, აეროპორტში დაშვებისას ამოტრიალდა. ტორონტოს აეროპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, ბორტზე მყოფთაგან ყველა გადარჩა და მგზავრების აბსოლუტურ უმრავლესობას მხოლოდ მცირე დაზიანებები აქვს მიღებული. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ერთი ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი კრიტიკულად დაშავდა ავარიის შედეგად. საავადმყოფოში სულ 18 ადამიანია გადაყვანილი. […]

admin18.02.2025

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის უკრაინაში ჯარები განალაგოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ჯარები განალაგოს და ამით ხელი შეუწყოს სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების გარანტიას. ამის შესახებ იგი Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს. „მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ჯარები განვალაგოთ ადგილზე. ნებისმიერი როლი უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებაში არის ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტირებაში დახმარება“, – […]

admin17.02.2025

დონალდ ტრამპმა აშშ-ში ნებისმიერი ქვეყნიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ნებისმიერი ქვეყნიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი წესდება, თუმცა ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ავსტრალიის შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს, რადგან ავსტრალიას შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის დადებითი სალდო აქვს. ბრძანება ძალაში 4 მარტიდან შევა. „ეს არის 25% გამონაკლისებისა და შეღავათების გარეშე. ეს ეხება ყველა ქვეყანას, […]

admin12.02.2025

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 25%-იან იმპორტის გადასახადს დააწესებს აშშ-ში შესულ ყველა ფოლადსა და ალუმინზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 25%-იან იმპორტის გადასახადს დააწესებს აშშ-ში შესულ ყველა ფოლადსა და ალუმინზე, რაც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს კანადაზე, რომელიც ტრამპს სურს, რომ აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს. მან ასევე თქვა, რომ კვირის ბოლოს გამოცხადდება საპასუხო ტარიფების შესახებ ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც აშშ-დან იმპორტს ბეგრავენ, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რომელი ქვეყნები იქნებიან სამიზნე, ან […]

admin10.02.2025

ტრამპი არ გამორიცხავს აშშ-ის ჯარების განლაგებას ღაზის სექტორში, მისი აღდგენის მხარდასაჭერად

ამერიკის შეერთებულის შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია „გადაიბაროს“ ღაზა და „ნამდვილი საქმე გააკეთოს“ აუფეთქებელი ბომბების გაუვნებელყოფით, პალესტინის ტერიტორია კი, ეკონომიკური განვითარებით, „ახლო აღმოსავლეთის რივიერად“ გადააქციოს. მან პალესტინელებს შესთავაზა, რომ ღაზის აღდგენამდე, მიმდებარედ დასახლდნენ, თუმცა ტრამპის ეს მიდგომა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის მიუღებელია. „ჰამასის“ ოფიციალურმა […]

admin05.02.2025

ტრამპი კანადას, მექსიკას და ჩინეთს ტარიფებს უწესებს, აშშ-ის მიმართ საპასუხო ზომებს მიმართავენ ტარიფებდაწესებული ქვეყნებიც

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე, 10-პროცენტიანი ტარიფები კი, ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. ამასთან, კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე 10-პროცენტიანი ტარიფი იმოქმედებს. თეთრი სახლის X-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ეს ტარიფები აუცილებელია, რათა ჩინეთი, მექსიკა და კანადა ანგარიშვალდებულნი გახადონ მათ დაპირებებზე, […]

admin03.02.2025

დონალდ ტრამპი: USAID-ს მართავდნენ შეშლილი რადიკალები და ჩვენ ვათავისუფლებთ მათ, შემდეგ კი, მივიღებთ გადაწყვეტილებას

USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ვრცელდება ინფორმაცია აღნიშნული საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადასვლაზე. ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს. „USAID-ს მართავდნენ შეშლილი რადიკალები და ჩვენ ვათავისუფლებთ მათ, შემდეგ კი, მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ტრამპმა. უფრო […]

admin03.02.2025