Sunday, 04 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ხუთი წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობების დაკავება

საფრანგეთის “ეროვნული გაერთიანების” ლიდერი მარინ ლე პენს ხუთი წლის ვადით აეკრძალა საჯარო თანამდებობების დაკავება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეეძლება 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვის გარდა, მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯა, აქედან ორი წელი პირობითი. მაგრამ უცნობია, გაუშვებენ თუ არა მას ციხეში ან ექნება თუ არა […]

admin31.03.2025

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტობისთვის მესამე ვადით იბრძოლოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ  ტრამპმა კვირას  NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი „არ ხუმრობს“, რომ პოტენციურად მესამე ვადით იყაროს კენჭი. მისი თქმით, „არსებობს მეთოდები“, რომელთა გამოყენებაც შეუძლია იმისათვის, რომ მესამედ ჩაერთოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ „ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი“. 22-ე შესწორებით, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტებს არ შეუძლიათ ორ ვადაზე მეტად იმუშაონ თანამდებობაზე. „ბევრ ადამიანს […]

admin31.03.2025

1700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად

ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიანმარის მეორე უდიდესი ქალაქის,მანდალეის მახლობლად 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც მასობრივი განადგურება გამოიწვია – დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, რამდენიმე ათასმა კი დაზიანება მიიღო. დღეს დილით გაერომ განაცხადა, რომ სამედიცინო მარაგების სერიოზული დეფიციტია, რაც ბუნებრივ კატასტროფაზე რეაგირებას ართულებს. სამძებრო და სამაშველო ჯგუფები ნანგრევებად ქცეულ შენობებში ორივე ქვეყანაში, მიანმარსა და […]

admin30.03.2025

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

1000 ადამიანზე მეტი დაიღუპა მიანმარში და ასობით დაშავდა წინა დღეს მომხდარი 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომელიც ასევე იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებში. დაღუპულთა გაზრდილი რაოდენობის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც მიანმარსა და ტაილანდში დანგრეულ შენობებში მაშველების მიერ ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგები გახდა ცნობილი. სამაშველო ოპერაციები გრძელდება ბანგკოკში დაუსრულებელი მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევებშიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაახლოებით […]

admin29.03.2025

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან ძველი ურთიერთობა დასრულდა

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადის ძველი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, „რომელიც ეფუძნებოდა ჩვენი ეკონომიკების გაღრმავებულ ინტეგრაციას და უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის სიძლიერეს, დასრულდა“. ოტავაში ჟურნალისტებთან საუბრისას კაბინეტის სხდომის შემდეგ, კარნიმ თქვა, რომ კანადელებმა „ფუნდამენტურად უნდა გადახედონ ჩვენს ეკონომიკას“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფების ფონზე. მან თქვა, რომ კანადა საპასუხო ტარიფებით გამოეხმაურება თეთრი სახლის გადაწყვეტილებას […]

admin28.03.2025

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ვაშინგტონის განცხადებიდან მალევე, კრემლმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა, სანამ სანქციები არ მოიხსნება

საუდის არაბეთში სამდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან ცალკე შეთანხმებით, შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ყველა მხარე განაგრძობს მუშაობას „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მისაღწევად, ნათქვამია განცხადებებში, რომლებიც აანონსებენ შეთანხმებებს, რაც ხელახლა გახსნის მნიშვნელოვან სავაჭრო გზას. თეთრი სახლის განცხადებით, მათ ასევე აიღეს ვალდებულება, რომ „განავითარონ ზომები“ ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ ადრე […]

admin26.03.2025

დონალდ ტრამპი: პუტინთან სატელეფონო საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო, განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, იმედია, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ

დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩემი სატელეფონო საუბარი ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ლიდერები შეთანხმდნენ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ცეცხლის შეწყვეტაზე. მისივე თქმით, განიხილეს სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი. „ჩვენ შევთანხმდით დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე იმ გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის […]

admin19.03.2025

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ეს მიმართული უნდა იყოს „ხანგრძლივ მშვიდობასა და კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფრენეციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ეს მიმართული უნდა იყოს „ხანგრძლივ მშვიდობასა და ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე“. ამავე დროს, პუტინი შეკითხვას სვამს: „ვინ გასცემს ბრძანებას საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე და რა ფასი ექნება ამ ბრძანებებს?“ რუსეთის პრეზიდენტი დასძენს, რომ ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას […]

admin13.03.2025

კრემლი უარს აცხადებს უკრაინაში ცეცხლის ხანმოკლე პერიოდით შეწყვეტის შესახებ მოსკოვისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი იური უშაკოვი უარს აცხადებს აშშ-უკრაინის მიერ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოსკოვისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე და მიიჩნევს, რომ ეს იქნება უკრაინისთვის დროებითი „ამოსუნთქვის“ შესაძლებლობის მიცემა. „ჩვენი მიზანი გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაა. ჩვენ ამისკენ მივისწრაფით, ეს უნდა მოიცავდეს ჩვენი სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს, ჩვენს უკვე მრავალჯერ გამოთქმულ წუხილებს“, – განაცხადა იური უშაკოვმა. ვიდრე ამას განაცხადებდა, […]

admin13.03.2025

უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის დაუყოვნებლივ მიიღოს აშშ-ის მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება

საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის დაუყოვნებლივ მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ იგი შეთავაზებას რუსეთს წარუდგენს და ამის შემდეგ „ბურთი მათ მოედანზე იქნება“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ახლა შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული  რუსეთის დარწმუნება, დაეთანხმოს „პოზიტიურ“ წინადადებას. ჯიდაში […]

admin12.03.2025